(quit,
აგრ. quitted [-id])
1. დატოვება (˂და˃ტოვებს), წასვლა (სამსახურიდან და ა.შ.); to quit one's job მუშაობისთვის თავის დანებება, სამსახურიდან წასვლა; she recently quit her job to spend more time with her family მან ახლახან დაანება თავი მუშაობას, რათა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს;
2. განსაკ. ამერ. საუბ. თავის დანებება (˂და˃ანებებს), მიტოვება, უარის თქმა (ამა თუ იმ ჩვევაზე და ა.შ.); I've quit smoking and put on weight სიგარეტს თავი დავანებე და წონაში მოვიმატე;
3. საიდანმე წასვლა (წავა) / გამგზავრება; ამა თუ იმ ადგილის დატოვება; we decided it was time to quit the city გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო ქალაქი დაგვეტოვებინა / ქალაქიდან გავმგზავრებულიყავით; he quit Barcelona for Madrid ბარსელონადან მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად; he was given two months' notice to quit his house მას ორი თვის ვადა მისცეს სახლის დასაცლელად; მას ოფიციალურად აცნობეს, რომ ორ თვეში სახლი უნდა დაეცალა;