4. მიმაგრება (
˂მი
˃ამაგრებს), დამაგრება, გაკეთება;
მორგება; he put new locks on all the doors ყველა კარს ახალი საკეტი გაუკეთა; can you put a button on this shirt? ღილს ვერ დამიკერებ ამ პერანგზე? we're going to put a picture on this wall სურათის დაკიდებას ვაპირებთ ამ კედელზე;
5. 1) დაყენება (˂და˃აყენებს); განლაგება, დაწყობა; to put names in alphabetical order გვარების დალაგება ანბანის მიხედვით; to put difficulties in the way დაბრკოლებების შექმნა; he puts Keats above Byron as a poet კიტსს, როგორც პოეტს, ბაირონზე მაღლა აყენებს; put yourself in my place შენი თავი ჩემს ადგილას დააყენე, ჩადექი ჩემს მდგომარეობაში; will you put the matter into my hands? მანდობთ / დამავალებთ ამ საქმეს?
2) დანიშვნა (˂და˃ნიშანავს), განწესება (ამა თუ იმ თანამდებობაზე, სამუშაო ადგილას); I was put in charge of the project პროექტის ხელმძღვანელად დამნიშნეს;
3) მოთავსება (˂მო˃ათავსებს), განწესება, გაგზავნა; to put smb. in hospital ვისიმე საავადმყოფოში მოთავსება / დაწვენა; we shall put him in the spare room ჩვენ მას თავისუფალ ოთახში მოვათავსებთ; the refugees were put in the hostel ლტოლვილები საერთო საცხოვრებელში განათავსეს; to put a child to school ბავშვის სკოლაში გაგზავნა / განწესება; to put smb. in prison ვისიმე ციხეში ჩასმა; to put an ad in the paper განცხადების გაზეთში მოთავსება;
II ა
1. 1) თქმა (იტყვის); გამოთქმა, გამოხატვა, ჩამოყალიბება (აზრისა, შენიშვნისა და მისთ.); she put it very tactfully მან ძალიან ტაქტიანად ილაპარაკა; to put it mildly [frankly] რბილად [გულახდილად] რომ ვთქვათ; to put it another way სხვაგვარად / სხვანაირად რომ ვთქვათ; to put one's ideas into words აზრის გადმოცემა, აზრის სიტყვებით გამოხატვა; to put one's proposal on paper წინადადების წერილობითი სახით გადმოცემა; to put in black and white შავით თეთრზე წერა; I don't know how to put it საუბ. არ ვიცი, როგორ გამოვთქვა; put it to him nicely ტაქტიანად შეაპარეთ / უთხარით მას ამის შესახებ; I put the matter clearly to / before / him მე მას ნათლად დავუხატე საქმის ვითარება; a good story well put საინტერესოდ მოწოდებული / მოთხრობილი კარგი ამბავი / ისტორია;
2) ამა თუ იმ ენაზე თარგმნა (თარგმნის); put it into French [into German] თარგმნეთ ეს ფრანგულ [გერმანულ] ენაზე; how would you put it in French? ამას ფრანგულად როგორ იტყოდით?
2. 1) შეკითხვის დასმა (˂და˃უსვამს); he put so many questions that I couldn't answer them all მან იმდენი შეკითხვა დამისვა, რომ ყველას ვერ ვუპასუხე;
2) ამა თუ იმ წინადადების განსახილველად წამოყენება (წამოაყენებს) / დაყენება / შეთავაზება; რეზოლუციის შეტანა; I want to put my proposal before you მსურს, რომ თქვენ მოისმინოთ / განიხილოთ ჩემი წინადადება; to put the motion to the vote წინადადების დაყენება კენჭისყრაზე; to put a matter before a tribunal საკითხის დაყენება ტრიბუნალის წინაშე;
3. ნიშნის / ხელმოწერის დასმა (˂და˃სვამს); რისამე ჩაწერა, დაწერა, ჩანიშვნა; to put one's name / one's signature / to a document დოკუმენტზე ხელის მოწერა; to put one's initials to a document დოკუმენტის პარაფირება; put a mark / a tick / against his name დასვით ნიშანი მისი გვარის გასწვრივ; Friday at 11? I'll put it in my diary პარასკევს 11 საათზე? უბის წიგნაკში ჩავინიშნავ;
4. რაიმეში ფულის ჩადება (˂ჩა˃დებს) / შეტანა / დაბანდება; to put money in(to) a bank ფულის შეტანა ბანკში; to put capital into a business კომერციულ საქმიანობაში / ბიზნესში კაპიტალის დაბანდება; to put money into land ფულის მიწის საკუთრებაში ჩადება; to put money on a horse ცხენზე ფულის დადება (დოღში);
5. 1) ფასის დაწესება (˂და˃აწესებს); ღირებულების განსაზღვრა / დადგენა; to put a price on a painting სურათის ღირებულების განსაზღვრა, სურათის შეფასება; I should put it at £ 100 მე ამას ას გირვანქა სტერლინგად შევაფასებდი;
2) : to put value on smth. რისამე დაფასება ან შეფასება, რაიმესთვის მნიშვნელობის მინიჭება ან ფასის დადება; he puts no value on my advice ჩემს რჩევას ყურად არ იღებს;
6. გადასახადით დაბეგვრა (˂და˃ბეგრავს), გადასახადის დადება; to put a tax on imports იმპორტზე გადასახადის დაწესება;
7. (on, upon) 1) დადება (˂და˃ადებს), დაკისრება (ვალდებულებისა, პასუხისმგებლობისა და ა.შ.); the obligation he had put upon us ვალდებულება, რომელიც მან დაგვაკისრა; to put the blame on smb. ვინმესთვის რაიმეში ბრალის დადება, ვისიმე რაიმეში დადანაშაულება; he always tries to put the blame on me ის ყოველთვის ჩემს დადანაშაულებას ცდილობს; to put a veto on smth. რაიმესთვის ვეტოს დადება; to put pressure on smb. ვინმეზე ზეწოლის მოხდენა;
2) იმედის და ა.შ. დამყარება (˂და˃ამყარებს); to put one's hopes (up)on smb., smth. ვინმეზე, რაიმეზე იმედის დამყარება;
8. (on) გადაწყვეტილების / დასკვნის დაფუძნება (˂და˃აფუძნებს) / დამყარება; I put my decision on the grounds stated მე ვამყარებ ჩემს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ მიზეზებზე;
9. : to put a stop to smth. რაიმესათვის წერტილის დასმა / ბოლოს მოღება; რისამე შეწყვეტა; it's time you put a stop to this childish behaviour დროა შეწყვიტო შენი ბავშური გამოხტომები;
II ბ
1. 1) to put smb. to / on / smth. ვინმესთვის იძულებით რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს); to put smb. to flight ʘ გააქცია, უკუაქცია; to put smb. to silence ვისიმე გაჩუმება; to put smb. to sleep ვინმეს დაძინება; to put smb. to expense ვისიმე ხარჯში ჩაგდება, ვინმესთვის ხარჯის გაწევინება; what has put him on meddling? რატომ ჩაერია სხვის საქმეში?
2) to put smb., smth. to smth. ვისიმე, რისამე ამა თუ იმ ზემოქმედების ქვეშ მოქცევა (˂მო˃აქცევს); ვინმესთვის რისამე ჩადენინება; ვინმეს, რამეს გამოცდა; to put smth., smb. to the test ვისიმე, რისამე გამოცდა / შემოწმება; to put smb. to inconvenience ვისიმე მოუხერხებელ ან შემაწუხებელ მდგომარეობაში ჩაყენება, ვისიმე შეწუხება; to put smb. to trouble ვინმესთვის უსიამოვნებების მიყენება; ვინმეს შარში გახვევა; to put smb. to trial ვინმეს წინააღმდეგ სასამართლოში საქმის აღძვრა; ვისიმე სამართალში მიცემა; to put smb. to hard labour ვინმესთვის საკატორღო სამუშაოების მისჯა; to put smb. to torture ვისიმე წამება; to put smb. to death ვისიმე სიკვდილით დასჯა;
2. 1) to put smb. (in)to a state, in a condition ვისიმე ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩაყენება (˂ჩა˃აყენებს) / ჩაგდება; to put smb. into a rage ვისიმე განრისხება / გააფთრება / გაცოფება; to put smb. into a fright ვისიმე ძლიერ შეშინება; to put smb. into a state of anxiety ვისიმე აღელვება / განერვიულება; to put smb. in a good humour ვისიმე კარგ გუნებაზე დაყენება; to put smb. in doubt ვისიმე დაეჭვება, ვინმეში ეჭვის აღძვრა; to put smb. into a flutter ვისიმე აღელვება / აფორიაქება; to put smb. in an unpleasant position ვისიმე უსიამოვნო მდგომარეობაში ჩაყენება / ჩაგდება; to put smb. in a hole საუბ. ვისიმე რთულ / უხერხულ / მდგომარეობაში ჩაყენება; to put smb. to shame / to the blush / ვისიმე შერცხვენა / გაწითლება;
2) to put smb. out of a state, out of a condition ვისიმე ამა თუ იმ მდგომარეობიდან გამოყვანა (გამოიყვანს); to put smb. out of temper ვისიმე გაბრაზება / წონასწორობიდან გამოყვანა; to put smb. out of countenance ვისიმე შეცბუნება / დაბნევა; to put smb. out of breath ʘ ქოშინი დააწყებინა; to put smb. out of heart ვისიმე დადარდიანება / ცუდ გუნებაზე დაყენება; ვინმესთვის თავგზის დაბნევა; to put smb. out of business ვისიმე გაკოტრება; to put smb. out of count ʘ ანგარიში შეაშლევინა; to put the poor man out of misery ვინმეს ტანჯვისათვის / წამებისათვის ბოლოს მოღება; ვისიმე სიბრალულის გამო მოკვდინება;
3. 1) to put smth. in(to) a state რისამე ამა თუ იმ მდგომარეობაში მოყვანა (მოიყვანს);
2) to put smth. out of a state რისამე ამა თუ იმ მდგომარეობიდან გამოყვანა (გამოიყვანს); to put the machine out of order მანქანის გაფუჭება / მწყობრიდან გამოყვანა; the gun was put out of action by a shell ქვემეხი ჭურვმა დააზიანა / მწყობრიდან გამოიყვანა;
4. 1) to put smth. in motion / in(to) action / რისამე მოძრაობაში / მოქმედებაში მოყვანა (მოიყვანს), რისამე ამოქმედება / ამოძრავება; the parliamentary machine was put in motion საპარლამენტო მანქანა ამოქმედდა; to put (smth.) in(to) action ა) (რისამე) ამოქმედება; ბ) სამხ. ჯარების / ნაწილების ბრძოლაში ჩაბმა / შეყვანა; to put into gear ტექ. გადაცემის ჩართვა; to put smth. into service რისამე ექსპლუატაციაში შეყვანა / გაშვება;
2) to put smth. in(to) practice / in(to) force / რისამე ძალაში შეყვანა (შეიყვანს); რისამე განხორციელება; to put smth. in(to) practice რისამე განხორციელება / რეალიზება, რაიმესთვის ხორცის შესხმა; to put a principle in(to) practice ამა თუ იმ პრინციპის გატარება; to put theory into practice თეორიის ცხოვრებაში გატარება; to put smth. in force რისამე ძალაში შეყვანა; რაიმესთვის ქმედითობის / ძალამოსილობის მინიჭება; რისამე ამოქმედება; რისამე განხორციელება;
5. to put smth. in order / into shape / რისამე წესრიგში მოყვანა / მოწესრიგება; to put a room in order ოთახის წესრიგში მოყვანა / დალაგება; I want to put my report into shape მინდა ჩემს მოხსენებას რედაქცია გავუკეთო;
6. to put smth. down to smth., smb. ვინმესთვის, რაიმესთვის რისამე მიწერა (˂მი˃აწერს); to put down smb.'s action to shyness ვისიმე საქციელის სიმორცხვით ახსნა; to put the accident down to negligence უბედური შემთხვევის უყურადღებობით / დაუდევრობით ახსნა; put the mistake down to me ჩათვალეთ, რომ ეს შეცდომა ჩემი მიზეზით მოხდა;
7. to put smb. down for / as / smb. ვისიმე შეცდომით სხვა ვინმედ მიჩნევა (მიიჩნევს) / ჩათვლა; we put him down for a Frenchman ჩვენ იგი ფრანგი გვეგონა; I put him down for / as / a fool მე მას სულელად ვთვლი;
8. to put smb. up to smth. 1) ვინმესთვის რაიმეზე ინსტრუქციის მიცემა (მისცემს); ვისიმე რაიმეს შესახებ ინფორმირება; will you put the new clerk up to his duties? გააცნობთ ახალმოსულ კლერკს თავის მოვალეობებს?
2) ვისიმე რაიმეზე წაქეზება (˂წა˃აქეზებს) / რაიმესკენ ბიძგება; to put smb. up to (commit) a crime ვისიმე წაქეზება დანაშაულის ჩასადენად;
9. to put smb. off smth. 1) ვინმესთვის რისამე გადათქმევინება (გადაათქმევინებს); I shall try to put him off his plan ვეცდები ხელი ავაღებინო მას ამ გეგმაზე;
2) : to put smb. off his appetite ვინმესთვის მადის დაკარგვინება;
▭ to put about 1) საუბ. ხმების / ინფორმაციის გავრცელება (˂გა˃ავრცელებს); to put about a rumour ჭორის გავრცელება;
2) ზღვ. მიმართულების შეცვლა (˂შე˃იცვლის); სხვა ჰალსზე დადგომა / მობრუნება (ითქმის გემის შესახებ);
to put above 1) დადება (˂და˃დებს), დადგმა, მოთავსება (რისამე ზემოთ);
2) = to put before;
to put across ვინმესთვის რისამე გარკვევით ახსნა (ახსნის) / განმარტება / გაგებინება; ვინმესთვის რისამე ნათლად გადმოცემა; she's not very good at putting her views across მაინცდამაინც კარგად არ ეხერხება საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება / ნათლად გადმოცემა;
to put aside 1) რისამე გადადება (˂გადა˃დებს); გადაწყობა, გადალაგება; to put aside a book წიგნის გვერდზე გადადება, კითხვისთვის თავის მინებება;
2) გადანახვა (˂გადა˃ინახავს), გადადება; შე˂მო˃ნახვა, მოტოვება (ითქმის ფულის / დროის შესახებ); to put some money aside every month ყოველთვიურად ცოტაოდენი ფულის გადანახვა;
3) დავიწყება (˂და˃ივიწყებს), იგნორირება; to put aside one's difficulties სიძნელეების იგნორირება / არაფრად ჩაგდება; they decided to put aside their differences გადაწყვიტეს დაევიწყათ თავიანთი უთანხმოება;
to put at მიახლოებით შეფასება (˂შე˃აფასებს) / განსაზღვრა; the damage to the building is put at over $1 million შენობისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით ერთ მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს;
to put away 1) რისამე თავის ადგილზე დადება (˂და˃დებს) / შენახვა / ალაგება; I'm just going to put the car away ზუსტად ახლა ვაპირებდი მანქანის გარაჟში დაყენებას;
2) ფულის გადანახვა (˂გადა˃ინახავს) / გადადება;
3) საუბ. ციხეში / ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება (˂მო˃ათავსებს);
4) საუბ. მეტისმეტად ბევრის ჭამა (ჭამს) / სმა; he put away a pound of steak at one meal ერთი გირვანქა სტეიკი ერთ ჭამაზე შთანთქა;
to put back 1) უკან / თავის ადგილზე დადება (˂და˃დებს);
2) გადადება (˂გადა˃დებს), გადატანა; the meeting has been put back to next week შეხვედრა მომავალი კვირისთვის გადაიდო;
3) შეფერხება (˂შე˃აფერხებს), დაბრკოლებების შექმნა;
4) საათის ისრის / საათის უკან გადაწევა (˂გადა˃სწევს); remember to put your clocks back tonight არ დაგავიწყდეს ამაღამ საათის უკან გადაწევა;
to put before ვისიმე / რისამე (ვინმეზე / რაიმეზე) მაღლა დაყენება (˂და˃აყენებს) / უფრო მნიშვნელოვნად / საყურადღებოდ მიჩნევა; he puts his children before anything else ის თავის შვილებს ყველაფერზე მაღლა აყენებს;
to put by ფულის გადანახვა (˂გადა˃ინახავს), გადადება;
to put down 1) მიწაზე / ძირს და ა.შ. დადება (˂და˃დებს) / დაშვება; he put down his burden მან ძირს დაუშვა თავისი ტვირთი; put that gun down at once! ახლავე დაუშვით იარაღი!
2) ტელეფონის ყურმილის დაკიდება (˂და˃კიდებს) / დადება; she put the phone down on me ყურმილი დამიკიდა, ვიდრე საუბარს დავასრულებდი;
3) ჩაწერა (˂ჩა˃წერს, ˂ჩა˃იწერს), ჩანიშვნა; I'll put that down in my diary დღიურში ჩავინიშნავ;
4) თანხის ნაწილის შეტანა (შეიტანს); to put a 5% deposit down on the house price სახლის ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხის ბედ შეტანა / გადახდა;
5) ჩახშობა (˂ჩა˃ახშობს) ძალის გამოყენებით; to put down a rebellion აჯანყების ჩახშობა;
6) ხშ. pass წამლის სასიკვდილო დოზით უმტკივნეულოდ მოკვდინება (მოაკვდინებს), დაძინება (უიმედოდ დაავადებული ცხოველისა);
7) ბავშვის დაწვენა (˂და˃აწვენს) / დაძინება;
8) საუბ. ვისიმე დამცირება (˂და˃ამცირებს) / შეურაცხყოფა / სულელად გამოყვანა (განსაკ. ხალხში / სხვების თანდასწრებით);
9) ამა თუ იმ წინადადების განსახილველად წარმოდგენა (წარმოადგენს) / შე˂მო˃თავაზება (პარლამენტის ან კომიტეტის მიერ); to put down an amendment კანონპროექტში შესწორების შეტანა;
10) თვითმფრინავის და ა.შ. მიწაზე დასმა (˂და˃სვამს) ითქმის პილოტის შესახებ;
11) მიწაზე დაჯდომა (˂და˃ჯდება) / დაფრენა (ითქმის თვითმფრინავის შესახებ);
12) (as) ჩათვლა (˂ჩა˃თვლის), მიჩნევა; ფიქრი;
13) (to) რაიმესთვის მიწერა (˂მი˃აწერს); what do you put her success down to? რას მიაწერთ მის წარმატებას?
to put forward 1) წამოყენება (წამოაყენებს), შეთავაზება (ამა თუ იმ იდეისა / კანდიდატურისა); to put forward a new plan [a suggestion] ახალი გეგმის [წინადადების] წამოყენება; to put forward a candidate ამა თუ იმ კანდიდატურის წამოყენება; to put smb. forward for a decoration ვისიმე ჯილდოზე წარდგენა;
2) საათის / საათის ისრის წინ გადაწევა (˂გადა˃სწევს); remember to put your clock forward tonight არ დაგავიწყდეს ამაღამ საათის ისრის წინ გადაწევა;
3) დანიშნული თარიღის გადმოტანა (გადმოიტანს) / გადმოწევა; we've put the wedding forward by one week ქორწილი ერთი კვირით ადრე გადმოვიტანეთ;
to put in 1) დაყენება (˂და˃აყენებს), დადგმა; დამონტაჟება, აწყობა (მოწყობილობისა, ავეჯისა და ა.შ.); we've just had a new kitchen put in ეს-ესაა ახალი სამზარეულო დავდგით;
2) რისამე შეტანა (შეიტანს) / ჩართვა; to put in a clause ხელშეკრულებაში პუნქტის / მუხლის შეტანა;
3) შენიშვნით სიტყვის გაწყვეტინება (˂გა˃აწყვეტინებს), ლაპარაკში სიტყვის / შენიშვნის ჩართვა; to put a word in სიტყვის ჩართვა (ლაპარაკში);
4) განსახილველად წარდგენა (წარადგენს) / შეტანა (განცხადებისა, თხოვნისა, სარჩელისა და ა.შ.); the company has put in a claim for damages კომპანიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით; to put in an invoice ზედნადების წარდგენა;
5) არჩევა (აირჩევს) პოლიტიკური პარტიისა / კანდიდატისა; who will the voters put in this time? ამჯერად ვის მისცემს ამომრჩეველი ხმას?
6) (აგრ. to put into) ʘ რაიმეს დიდ დროს / ენერგიას შეალევს / მოანდომებს / მოახმარს; we've put a lot of effort in / into / this project ამ პროექტს დიდი ენერგია შევალიეთ;
7) (აგრ. to put into) ფულის დახარჯვა (˂და˃ხარჯავს) / ჩადება; he's put all his savings in / into / buying that house მან მთელი თავისი დანაზოგი იმ სახლის ყიდვას დაახარჯა;
8) (for) საუბ. განცხადების შეტანა (შეიტანს) / ჩაბარება (განსაკ. სამსახურის დაწყების და ა.შ. თაობაზე); to put in for a job ამა თუ იმ თანამდებობაზე განაცხადის გაკეთება / პრეტენზიის განცხადება; he put in for a leave მან განაცხადი შეიტანა შვებულების თაობაზე;
9) ზღვ. ნავსადგურში შესვლა (შევა); რეიდზე დადგომა (ითქმის გემის შესახებ);
to put off 1) გადადება (˂გად˃ადებს), გადატანა; უფრო გვიანდელი დროისათვის დანიშვნა ან გაუქმება (შეხვედრისა, ღონისძიებისა და მისთ.); to put off the meeting კრების გადადება; to put off a payment გადახდის გადავადება; he keeps putting off going to the dentist კბილის ექიმთან წასვლას სულ სამომავლოდ გადადებს ხოლმე; it's too late to put them off now უკვე გვიანაა მათთან შეხვედრის გაუქმება;
2) უარყოფითი / არასასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენა (˂მო˃ახდენს), ზიზღის / ანტიპათიის აღძვრა / გამოწვევა; she's very clever but her manner does tend to put people off ძალიან ჭკვიანია, მაგრამ მისი ქცევის მანერა, როგორც წესი, ადამიანებზე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს; don't be put off by how it looks – it tastes delicious გარეგნული შესახედაობით ნუ იმსჯელებთ – უგემრიელესია;
3) რისამე კეთებაში ხელის შეშლა (˂შე˃უშლის), ყურადღების გაფანტვა, დაბნევა; don't stare at me – you're putting me off ნუ მომშტერებიხარ, თორემ მაბნევ / ყურადღება მეფანტება;
4) მგზავრის გადმოსმა (გადმოსვამს) / ჩამოსმა; I asked the bus driver to put me off at the station ავტობუსის მძღოლს ვთხოვე, რომ სადგურთან ჩამოვესვი;
5) ინტერესის / სურვილის დაკარგვინება (˂და˃აკარგვინებს); she was talking about her operation and it put me off my food თავის ოპერაციაზე ყვებოდა, რამაც ჭამის მადა / ხალისი დამაკარგვინა;
6) გამორთვა (˂გამო˃რთვას), ჩაქრობა; she put off the light მან სინათლე გამორთო;
to put on 1) ჩაცმა (˂ჩა˃იცვამს); დახურვა; to put on one's coat [one's shoes] პალტოს [ფეხსაცმლის] ჩაცმა; to put on one's glasses სათვალის გაკეთება;
2) რისამე კანზე / სახეზე წასმა (˂წა˃ისვამს); you'd better put some sun cream on აჯობებს მზისგან დამცავი კრემი წაისვათ; she's just putting on her make-up ის ახლა მაკიაჟს იკეთებს;
3) ჩართვა (˂ჩა˃რთავს), მოქმედებაში მოყვანა (ხელსაწყოსი); to put the lights on სინათლის ჩართვა / ანთება; let's put some music on მოდი, მაგნიტოფონი ჩავრთოთ და მუსიკას მოვუსმინოთ; to put on the brakes დამუხრუჭება; I'll put the kettle on for tea ჩაიდანს დავდგამ ჩაისთვის;
4) მომატება (˂მო˃იმატებს; ˂მო˃უმატებს), გაზრდა; to put on weight წონაში მომატება; გასუქება; to put on speed [pace] სიჩქარის [ნაბიჯის] მომატება; to put on extra trains დამატებითი მატარებლების გაშვება / დანიშვნა; the government has put ten pence on the price of a packet of cigarettes მთავრობამ სიგარეტის ერთი კოლოფის ფასი ათი პენით გაზარდა;
5) დადგმა (˂და˃დგამს), წარმოდგენა (პიესისა, შოუსი და სხვ.); to put on a new play ახალი პიესის დადგმა;
6) თავის მოჩვენება (˂მო˃აჩვენებს) / მოკატუნება; he's not angry with you really: he's just putting it on სინამდვილეში შენზე არ არის გაბრაზებული, უბრალოდ თამაშობს / თავს იკატუნებს; he put on an air of innocence მან უმანკო იერი მიიღო;
7) რაიმეზე ფულის დადება (˂და˃დებს) / ფსონის ჩამოსვლა; to put on a horse ცხენზე ფულის დადება (დოღში);
8) ტელეფონით დაკავშირება (˂და˃აკავშირებს); Hi, Dad – can you put Nicky on? გამარჯობა მამა – შეგიძლია ნიკთან დამალაპარაკო?
to put out 1) გაჭიმვა (˂გა˃ჭიმავს), გაწევა, გამოყოფა; to put out one's tongue, to put one's tongue out ენის გამოყოფა; to put out one's hand ხელის გაშვერა; to put one's head out of the window ფანჯრიდან თავის გაყოფა; the snail put out its horns ლოკოკინამ ნიჟარიდან საცეცები გამოყო;
2) გამოფენა (˂გამო˃ფენს), გაფენა; გამოკიდება; to put out flags დროშების გამოკიდება; to put linen out to dry თეთრეულის გასაშრობად გაფენა;
3) გარეთ გატანა (გაიტანს); to put the rubbish / ამერ. the garbage, the trash / out ნაგვის გატანა;
4) ჩაქრობა (˂ჩა˃აქრობს); to put out a candle [a cigarette] სანთლის [სიგარეტის] ჩაქრობა; to put out the light სინათლის გამორთვა / ჩაქრობა; firefighters soon put the fire out მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს ხანძარი;
5) გამოშვება (˂გამო˃უშვებს), წარმოება; the factory puts out 500 new cars a week ქარხანა კვირაში ხუთას ახალ ავტომანქანას აწარმოებს;
6) გამოცხადება (˂გამო˃აცხადებს), უწყება, გავრცელება (რადიოთი, ტელევიზიით); the police put out a warning about the escaped prisoner პოლიციამ საზოგადოება გააფრთხილა გაქცეული პატიმრის შესახებ;
7) გამოქვეყნება (˂გამო˃აქვეყნებს), გამოცემა; the publishers put out fifty new books last season გასულ სეზონში გამომცემლებმა ორმოცდაათი ახალი წიგნი გამოსცეს / გამოაქვეყნეს;
8) ღრძობა (იღრძობს); to put out one's shoulder მხრის ღრძობა;
9) ზღვ. ნავსადგურიდან გასვლა (გავა), გამგზავრება (ითქმის გემის შესახებ);
10) ვისიმე შეწუხება (˂შე˃აწუხებს), ვინმესთვის უხერხულობის შექმნა; I don't want to put you out არ მინდა თქვენი შეწუხება; he put his hosts out by arriving very late გვიანი ˂ჩა˃მოსვლის გამო მან თავის მასპინძლებს ბევრი უხერხულობა შეუქმნა;
11) ვისიმე გაბრაზება (˂გა˃აბრაზებს) / გაღიზიანება / განაწყენება; he looked really put out აშკარად გაბრაზებული / ნაწყენი ჩანდა;
12) : to put oneself out (for) ʘ ვინმესთვის იზრუნებს, გაირჯება, თავს შეიწუხებს; please don't put yourself out on my account გთხოვთ, ჩემ გამო ნუ შეწუხდებით;
to put over = to put across;
to put through 1) რისამე დამთავრება (˂და˃ამთავრებს) / ბოლომდე მიყვანა; to put a job through სამუშაოს დასრულება / ბოლომდე მიყვანა;
2) ტელეფონით დაკავშირება (˂და˃აკავშირებს); could you put me through to the manager, please? თუ შეიძლება მენეჯერთან დამაკავშირეთ;
3) ვინმესთვის უსიამოვნებების შემთხვევა (შეამთხვევს); you have put your family through a lot recently ამ ბოლო დროს ბევრი უსიამოვნება შეამთხვიე შენს ოჯახს;
to put to 1) წინადადების / გეგმის წამოყენება (˂წამო˃აყენებს) / შეთავაზება;
2) შეკითხვის დასმა (˂და˃უსვამს); the audience is now invited to put questions to the speaker ახლა ვთხოვთ დამსწრე საზოგადოებას შეკითხვები დაუსვას გამომსვლელს;
3) ვისიმე შეწუხება (˂შე˃აწუხებს), ვინმესთვის პრობლემების / სირთულეების შექმნა; I don't want to put you to any trouble არ მინდა, რომ რაიმე პრობლემა შეგიქმნათ;
4) ზღვ. ნაპირისკენ გეზის აღება (აიღებს) / გაცურვა (ითქმის გემის შესახებ);
to put together 1) შედგენა (˂შე˃ადგენს); კომპილირება; შეგროვება, თავმოყრა; to put together a description of events მოვლენების აღწერის თავმოყრა; to put together a plan გეგმის შედგენა;
2) აწყობა (ააწყობს) მექანიზმისა და ა.შ.; to put together a model plane თვითმფრინავის მოდელის აწყობა (იხ. აგრ. ◇);
to put towards მთლიანი თანხის ნაწილის მიცემა (მისცემს); here's $100 to put towards your ski trip აი, ასი დოლარი სათხილამუროდ წასასვლელად; we all put a pound towards a leaving present for Joe ყველამ თითო გირვანქა დავდეთ ჯოს გამოსათხოვარი საჩუქრისთვის;
to put up 1) აწევა (ასწევს), აღმართვა; to put up the sails იალქნების / აფრების გაშლა; to put up a flag დროშის აწევა / აღმართვა; put your hand up if you know the answer ვინც პასუხი იცის, ხელი ასწიოს; to put one's hair up მაღალი ვარცხნილობის გაკეთება;
2) აგება (ააგებს), აღმართვა; to put up a fence ღობის აღმართვა; to put up a tent კარვის გაშლა / დადგმა;
3) დამაგრება (˂და˃ამაგრებს), დაკიდება (კედელზე, ჭერზე); to put up a notice განცხადების გაკვრა; to put up shelves თაროების დაკიდება; to put up some curtains ფარდების ჩამოკიდება;
4) ფასების გაზრდა (˂გა˃ზრდის) / მომატება; they've put up the rent by £20 a month ბინის ქირა თვეში ოცი გირვანქა სტერლინგით გაზარდეს; they're going to put up the price of fuel საწვავზე ფასის მომატებას / საწვავის გაძვირებას აპირებენ;
5) გასაყიდად / დასათვალიერებლად გამოფენა (˂გამო˃ფენს); to put up smth. for sale რისამე გასაყიდად გამოფენა; რისამე გაყიდვა; the house is put up for sale ეს სახლი გაყიდვაშია; to put up to auction [for public sale] აუქციონზე [საჯარო ვაჭრობაზე] გაყიდვა;
6) გამართვა (˂გა˃მართავს); ორგანიზება; ჩვენება; to put up a fight ა) ჩხუბის ატეხა; ბ) წინააღმდეგობის გაწევა; to put up a resistance წინააღმდეგობის გაწევა; the team put up a great performance გუნდმა კარგად ითამაშა / კარგი თამაში აჩვენა;
7) განსახილველად შეთავაზება (შესთავაზებს) / წამოყენება (აზრისა, არგუმენტისა და ა.შ. ); to put up an argument არგუმენტის წამოყენება; to put up a proposal წინადადების შეთავაზება;
8) შეკედლება (˂შე˃იკედლებს), შეფარება, მიღება (სტუმრებისა); I can put you up for the night ერთი ღამით შემიძლია შეგიკედლოთ; put up your car in our garage დააყენეთ თქვენი მანქანა ჩვენს გარაჟში;
9) ვისიმე კანდიდატურის წამოყენება (˂წამო˃აყენებს) / შეთავაზება;
10) (with) მოთმინებით ატანა (აიტანს), მოთმენა, გაძლება; to put up with hardship [with insults] ʘ მოთმინებით იტანს გაჭირვებას [შეურაცხყოფას]; I can't put up with it any longer ამის ატანა მეტი აღარ შემიძლია; he's so rude, I don't know how you put up with him ის ისეთი უხეშია, არ მესმის როგორ უძლებ მას;
◇ to put to use გამოყენება, ხმარება; to put money to good use ფულის ჯეროვნად / მიზნობრივად ხარჯვა; to put right ა) შეკეთება, გამართვა; ბ) ვინმესთვის შეცდომის შეგნებინება, ვისიმე სწორ გზაზე დაყენება; to put smb. right with smb. ვისიმე სხვის თვალში გამართლება; to put to rights წესრიგში მოყვანა, მოწესრიგება; to put heads together მოლაპარაკება; თათბირი, მსჯელობა; to put two and two together სიტუაციის შეფასება; ნანახიდან / გაგონილიდან სწორი დასკვნის გამოტანა; to put in an appearance ვინმესთან ან სადმე მისვლა ან ცოტა ხნით შევლა; to put on airs ქედმაღლობა, ყოყოჩობა; to put on airs and graces მანერულობა, პრანჭვა-გრეხა, მანჭიაობა; ქედმაღლობა, მედიდურობა; to put up the shutters საწარმოს, მაღაზიის და ა.შ. დახურვა / ლიკვიდაციის მოხდენა; to put the finishing touches (to smth.) იხ. touch I 3 2); to put new life into smb., smth. ვინმესთვის, რაიმესთვის ახალი სიცოცხლის / სულის შთაბერვა; to put in a good word for smb. ვინმესთვის კეთილი სიტყვის შეწევა; to put on the scent ა) მონად. ძაღლის კვალზე გაშვება; ბ) ვისიმე სწორ გზაზე დაყენება; to put smb. on his honour ა) ვისიმე ნდობა, ვისიმე სიტყვის დაჯერება; ბ) ვინმესთვის რისამე გაკეთებინება / რისამე გაკეთების თხოვნა მისი პატიოსნების, მოვალეობის გრძნობის და მისთ. ხათრით; ვინმეს სინდისზე შეგდება; to put smb. on his mettle იხ. mettle ◇; to put smb. on his guard ვისიმე გაფრთხილება; to put smb. off his guard ვისიმე ყურადღების მოდუნება; to put smb. at his ease ვინმესთვის უხერხულობის გრძნობის მოხსნა; ვისიმე დამშვიდება / გამხნევება; to put to it მძიმე მდგომარეობაში / გასაჭირში ყოფნა; not to put too fine a point upon it უბრალოდ რომ ვთქვათ; დეტალებს / წვრილმანებს რომ არ გამოვეკიდოთ; to be hard put to it მძიმე მდგომარეობაში / გასაჭირში აღმოჩენა; to stay put საუბ. ადგილზე დარჩენა; ადგილიდან არდაძვრა; to put smb. in mind of smth. ʘ ვინმეს რაიმეს აგონებს / ახსენებს; to put one's hand to smth. / to the plough / რაიმესათვის ხელის მოკიდება, საქმის დაწყება; no man, having put his hand to the plough, and looking back, is fit for the kingdom of God ბიბლ. არც ერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის; to put one's hand in(to) one's pocket საკუთარი ფულის ხარჯვა; to put one's foot down მტკიცე პოზიციის დაკავება, მტკიცე გადაწყვეტილების მიღება; რისამე წინააღმდეგ გამოსვლა, რისამე აღკვეთა; to put one's foot in / into / it საუბ. ხათაბალაში გახვევა, შეცდომის დაშვება; to put smb.'s back up ვინმეს გაბრაზება, გაჯავრება, გაგულისება; to put smb.'s nose out of joint იხ. nose I ◇; to put one's shoulder to the wheel რაიმესთვის ენერგიულად ხელის მოკიდება; ʘ ძალ-ღონეს არ იშურებს, თავს არ ზოგავს; to put pen to paper წერისათვის ხელის მოკიდება, ʘ წერას მიჰყო ხელი; to put smb. to the sword წიგნ. ʘ ხმალს მისცა ვინმე; ხმლით ვისიმე მოკვლა; to put in one's oar, to put one's oar into smb.'s boat სხვის საქმეში ჩარევა; to put smb. in the picture ვინმესთვის რისამე გაგებინება / ახსნა; ვისიმე ამა თუ იმ საქმის კურსში ჩაყენება; to put it across smb. ა) ვისიმე დასჯა; ბ) ვინმესთვის ანგარიშის გასწორება; გ) ვისიმე შეცდომაში შეყვანა; to put the bee / the bite / on ამერ. სლ. ფულის თხოვნა სესხად; რისამე გამოთხოვა; to put paid to საუბ. რისამე (ჩვეულ. ვისიმე განზრახვის / გეგმების) ჩაშლა / ჩაფუშვა; to put the wind up smb. სლ. ვისიმე შეშინება / დაფრთხობა; to put the lid on საუბ. ა) რისამე დასრულება, დამთავრება; ბ) რაიმესთვის ბოლოს მოღება; ჩაშლა, გაფუჭება (გეგმისა, საქმისა); გ) რისამე აკრძალვა; დ) რისამე დამალვა, დაფარვა; that puts the lid on საუბ. ეს დაგვირგვინებაა / კულმინაციური წერტილია (უსიამოვნებათა ან უბედურებათა წყებისა); to put a spoke in smb.'s wheel, to put grit in the machine ≅ ხელის შეშლა, დაბრკოლებების შექმნა; to put all one's eggs in one basket ≅ ყველაფრის სასწორზე დადება; never put off until tomorrow what you can do today ≅ ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია; put your hand no further than your sleeve will reach ანდ. ≅ ფეხი იქამდის გაჭიმე, სადამდისაც საბანი გაგწვდებაო; to put it to smb. that ვისიმე რაიმეში დარწმუნება; I put it to you that this man is innocent გარწმუნებთ, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა; put together ერთად აღებული; მთლიანობაში, მთლიანად (იხ. აგრ. ▭); your department spent more last year than all the others put together თქვენმა დეპარტამენტმა გასულ წელს უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე დანარჩენმა დეპარტამენტებმა ერთად აღებულმა.