1. მიწოლა, ხელის და სხვ. კვრა, ბიძგება; she gave him a gentle push ქალმა მას ხელით ნაზად უბიძგა; can you give the car a push? შეგიძლია მანქანას მიაწვე? give the door a hard push მაგრად მიაწექით კარს;
2. დაჭერა, დაწოლა; at the push of a button ა) ღილაკზე ხელის / თითის ერთი დაჭერით; ბ) გადატ. ძალზე მარტივად / იოლად, ხელის ერთი მოსმით;
3. სამხ. შეტევა, წინსვლა / წინ წაწევა; they made a push to capture the capital დედაქალაქის დასაკავებლად შეტევა წამოიწყეს;
4. სწრაფი წინსვლა, ნახტომი, პროგრესი; the big scientific push into the south-polar region სა
მეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფართო გაშლა / ინტენსიფიკაცია სამხრეთ პოლუსის რეგიონში;
5. საუბ. პროტექცია, მფარველობა; to give smb. a push ვინმესთვის პროტექციის გაწევა [შდრ. აგრ. ◇];
6. 1) ძალისხმევა, ენერგიული ცდა / მცდელობა (რისამე მისაღწევად); we must make a push to get it done ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ / ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ამის გასაკეთებლად;
2) ენერგია, გაბედულება, ინიციატივა; he hasn't enough push to succeed მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს წარმატების მისაღწევად; a man of push and go ენერგიული / ინიციატივიანი ადამიანი;
7. ბიძგი, სტიმული; he just needs a little push მას მხოლოდ ერთი პატარა ბიძგი სჭირდება;
8. საქონლის გაძლიერებული რეკლამირება; a big advertising push to publicize our new product ჩვენი ახალი პროდუქტის პოპულარიზაციისათვის წარმოებული ხმაურიანი რეკლამა;
9. სამხ. 1) სადგურებისთვის ინფორმაციის საკუთარი ინიციატივით დაგზავნა;
2) მომარაგების საგნების პარტიის მიწოდება დადგენილი განრიგის მიხედვით (მიმღების მიერ შეკვეთის გარეშე);
◇ at a push საუბ. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში; I can finish the work by next month at a push საჭიროების / აუცილებლობის შემთხვევაში შევძლებ სამუშაოს დასრულებას მომავალი თვისთვის; to get the push საუბ. ა) ʘ სამსახურიდან გააგდეს / დაითხოვეს; ბ) ʘ შეყვარებულმა მიატოვა; to give smb. the push საუბ. ა) ვისიმე სამსახურიდან გაგდება / დათხოვნა; ბ) შეყვარებულთან ურთიერთობის გაწყვეტა [შდრ. აგრ. 5]; if / when / push comes to shove საუბ. უკიდურეს შემთხვევაში; კრიტიკულ ვითარებაში / მომენტში.