Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

provide verb
[prəʹvaɪd]
Print

1. 1) (with) მომარაგება (˂მო˃ამარაგებს), მიწოდება; უზრუნველყოფა; to provide smb. with money ვინმესთვის ფულის მიცემა; ფულით ვისიმე უზრუნველყოფა; to provide smb. with a copy of the report ვინმესთვის მოხსენების / ანგარიშის ასლის მიცემა / მიწოდება; I am provided with everything I need მე ყველაფრით ვარ უზრუნველყოფილი / ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება; to provide a boy with a good education ბიჭისთვის კარგი განათლების მიცემა; to provide a car with a radio მანქანაში რადიოს ჩაყენება / დამონტაჟება; to provide a patrol სამხ. პატრულის გაგზავნა; to provide fire სამხ. ცეცხლის წარმოება; to provide resistance სამხ. წინააღმდეგობის გაწევა;

2) (for) რჩენა (არჩენს), შენახვა; to provide for a large family დიდი ოჯახის შენახვა / რჩენა; he has a wife and two young children to provide for ცოლი და ორი შვილი ჰყავს სარჩენი;

3) იშვ. რისამე მომარაგება (˂მო˃იმარაგებს); რისამე შენახვა / გადანახვა; to provide against a rainy day ფულის შავი დღისთვის შენახვა;

2. გამოყოფა (გამოყოფს), უზრუნველყოფა; აღმოჩენა, გაწევა; to provide meals კვებით უზრუნველყოფა; to provide military aid for friendly countries მოკავშირე ქვეყნებისათვის სამხედრო დახმარების გაწევა / აღმოჩენა; to provide an opportunity for smb. to do smth. ვინმესთვის რისიმე გაკეთების საშუალების მიცემა; to provide conditions for peaceful co-existence მშვიდობიანი თანაარსებობისათვის პირობების შექმნა / უზრუნველყოფა; we are able to provide accommodation for two students შეგვიძლია ორი სტუდენტი უზრუნველვყოთ საცხოვრებლით;

3. 1) (against, for) ზომების მიღება (˂მი˃იღებს), წინასწარ მომზადება; to provide against a surprise attack მოულოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად ზომების მიღება; to provide against an inflationary economy ინფლაციის წინააღმდეგ ზომების მიღება; to provide for an eventuality გაუთვალისწინებელი გარემოებების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება;

2) იურ. აკრძალვა (აკრძალავს);

pro-vice-chancellor provided I

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0110