1. ამაყი, თავმოყვარე, საკუთარი ღირსების გრძნობით გამსჭვალული; he is too proud to complain მეტისმეტად ამაყია საიმისოდ, რომ იწუწუნოს;
2. კიცხვ. ქედმაღალი, ამპარტავანი; ქედმაღლური, მედიდური; თვითკმაყოფილი; proud look ამაყი / ქედმაღლური მზერა; (as) proud as a peacock ≅ ინდაურივით გაბღენძილი; (as) proud as Lucifer ლუციფერივით ამაყი, ქედმაღალი, მედიდური; (as) proud as Punch მეტად ამაყი, სიამაყით / თვითკმაყოფილებით აღსავსე;
3. 1) რომ ამაყობს / ეამაყება, კმაყოფილების გრძნობას რომ განიცდის; to be proud of one's country ʘ თავისი სამშობლოთი / ქვეყნით ამაყობს; you should be proud of yourself საკუთარი თავით უნდა იამაყო; the proud father ბედნიერი მამა; the proud owner of a new sports car ახალი სპორტული მანქანის ბედნიერი მფლობელი; I am proud to call him my friend მეამაყება, რომ მას მეგობარს ვუწოდებ; I'm very proud to have been involved in this project ძალიან ვამაყობ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ;
2) საამაყო; სიამაყის / კმაყოფილების გრძნობის გამომწვევი; it was a proud day for our school when we won the cup ის დღე, როდესაც ჩვენ თასი მოვიპოვეთ, ჩვენი სკოლისთვის ბედნიერი / სასიხარულო დღე იყო; the proudest moment [achievement] ყველაზე საამაყო დღე / მომენტი [მიღწევა];
4. დიდებული, დიადი, შთამბეჭდავი; მშვენიერი; one of the proudest cities of the ancient world ძველი სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი;
5. უპირატ. პოეტ. ფიცხი, ფეხმარდი (განსაკ. ითქმის ცხენის შესახებ); proud steed ფიცხი ცხენი;
6. ადიდებული, აზვირთებული (ითქმის ზღვის, მდინარის დინების და მისთ. შესახებ); then the proud waters had gone over our soul ბიბლ. მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს;
7. გასივებული, გამობერილი; proud flesh მედ. გრანულაციური ქსოვილი (შეხორცებული ჭრილობის ირგვლივ);
◇ to do smb. proud საუბ. ა) იშვ. ვინმესთვის პატივის დადება, ვისიმე პატივისცემა; ბ) იშვ. ვისიმე დიდებულად / გულუხვად გამასპინძლება, სტუმრის კარგად მიღება / პატივით მოპყრობა; გ) სიამაყის საფუძვლის მიცემა; ʘ ასახელებს; I tried to do my country proud მინდოდა ჩემი ქვეყანა მესახელებინა; his honesty did him proud პატიოსნება მას კარგად ახასიათებდა / სიამაყის საფუძველს აძლევდა; to do oneself proud ა) იშვ. საკუთარი თავის პატივისცემა; ბ) იშვ. ʘ დიდად ისიამოვნა, არაფერი დაიკლო; გ) ʘ სიამაყის საფუძვლი აქვს, ქებას იმსახურებს, თავი ისახელა / გამოიჩინა.