Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

prompt IV verb
[prɒmpt]
Print

1. რისამე გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); his remarks prompted a lot of discussion მისმა შენიშვნებმა დიდი კამათი / დისკუსია გამოიწვია; his speech prompted an angry outburst from a man in the crowd მისმა სიტყვამ დამსწრე ხალხში მდგომი ერთ-ერთი მამაკაცის ხმამაღალი აღშფოთება გამოიწვია; this revelation prompted the mayor's resignation ამ ფაქტ˂ებ˃ის გამოაშკარავებას ქალაქის მერის გადადგომა მოჰყვა შედეგად; the sight of the ships prompted thoughts of his distant home გემების დანახვამ შორეული სამშობლოს მოგონებები გამოიწვია მასში / აღუძრა მას; my choice was prompted by a number of considerations ჩემი არჩევანი მთელი რიგი მოსაზრებებით იყო გამოწვეული / ნაკარნახები;

2. რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს), გადაწყვეტინება, რაიმესკენ ბიძგება; what prompted you to say that? ეს რამ გათქმევინა? I don't know what prompted him to leave არ ვიცი, რის გამო წავიდა / რამ აიძულა წასულიყო; his evasive reply prompted me to ask another question მისმა მიკიბულ-მოკიბულმა პასუხმა მაიძულა / მიბიძგა, მისთვის კიდევ ერთი კითხვა დამესვა; the birth of my first child prompted me to write this article ამ სტატიის დაწერა ჩემი პირველი შვილის გაჩენამ გადამაწყვეტინა;

3. სიტყვის შეშველება (˂შე˃აშველებს), ლაპარაკის განსაგრძობად ან დასაწყებად ვისიმე წახალისება (პაუზისას, მოლაპარაკის გაუბედაობის ან დაბნეულობის დროს და მისთ.); "I can't decide." said she "Decide what?" prompted Joseph "ვერ გადამიწყვეტია", თქვა ქალმა – "რა ვერ გადაგიწყვეტიათ?" სიტყვა შეაშველა / ჰკითხა ჯოზეფმა; "go on," the psychotherapist prompted him "განაგრძეთ", უთხრა მას ფსიქოთერაპევტმა; "and then what happened?" he prompted "და მერე რაღა მოხდა?" ჰკითხა მან გაჩუმებულ მოლაპარაკეს; "but, what?" he prompted, after a pause " მაგრამ რა?" იკითხა მან პაუზის შემდეგ; to prompt a witness in court სასამართლოში მოწმისათვის სიტყვის შეშველება / სათქმელის ჩამოყალიბებაში დახმარება; without being prompted, she began to apologize ისე რომ მისთვის არავის არაფერი უთქვამს, მან ბოდიშების მოხდა დაიწყო;

prompt III prompt book

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0129