1. დაპირება, პირობა, აღთქმა; to make [to keep, to break] a promise დაპირების / პირობის მიცემა [შესრულება, დარღვევა]; if you make a promise, you should keep it თუ პირობას მისცემ ვინმეს / დადებ, უნდა შეასრულო კიდევაც; I'm not sure I can do it so I won't make any promises დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთებას შევძლებ, ამიტომ არაფერს გპირდებით; I give you my promise that I won't tell anyone პირობას / სიტყვას გაძლევ, რომ ამას არავის ვეტყვი; to fail to fulfil one's promise საკუთარი პირობის არშესრულება; a promise of help დახმარების პირობა / აღთქმა; a solemn promise საზეიმო პირობა / აღთქმა;
2. იშვ. დანაპირები, დაპირებული რამ; they hope to attain the promise of God, that is, the thing promised იმედოვნებენ, რომ მიიღებენ ღვთის დანაპირებს, ანუ იმას, რასაც იგი მათ დაჰპირდა; he stood once more before her face, claiming her promise იგი კიდევ ერთხელ წარდგა ქალის წინაშე და მასგან დანაპირები / დაპირებულის შესრულება მოითხოვა;
3. 1) პერსპექტივა, პოტენციალი, იმედ˂ებ˃ი; as a child I was quite a good dancer, but I didn't fulfil my early promise ბავშვობაში საკმაოდ კარგი მოცეკვავე ვიყავი, მაგრამ იმედები ვერ გავამართლე; my son is showing great promise as an athlete ჩემს ვაჟს კარგი სპორტული მონაცემები / კარგ სპორტსმენად დადგომის პერსპექტივა აქვს; this scholarship is given for promise ამ სტიპენდიას პერსპექტიულ / იმედის მომცემ სტუდენტებს აძლევენ; their future was full of promise მათი მომავალი იმედის მომცემი ჩანდა;
2) (of) რისამე ნიშანი, რისამე მომასწავებელი რამ, იმედი; the day dawned bright and clear, with the promise of warm, sunny weather ნათელი და მოწმენდილი დღე გათენდა, რაც თბილ და მზიან ამინდს მოასწავებდა; the promise of spring გაზაფხულის ნიშნები; the news brings little promise of peace ამ ახალი ამბის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მშვიდობის დამყარების იმედი არ უნდა ვიქონიოთ;
◇ promises, promises! საუბ. ხუმრ. დაპირებები, დაპირებები! (ითქმის იმის ხაზგასასმელად, რომ ვისიმე დაპირებისა არ სჯერათ); "when I've got some time I'll show you everything." "Promises, promises!" "როგორც კი ცოტაოდენი დრო გამომიჩნდება, ყველაფერს გაჩვენებ" – "დაპირებები, დაპირებები!" "honestly, I will call you back this time" "Promises, promises!" "პატიოსან სიტყვას გაძლევ, ამჯერად აუცილებლად დაგირეკავ" – "სულ ასე მპირდები"; the Land of Promise იხ. land I ◇; a lick and a promise იხ. lick I ◇.