Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

progress II verb
[prəʹgrɛs]
Print

1. პროგრესის განცდა (განიცდის), პროგრესირება, წინ სვლა; სასიკეთოდ განვითარება, გაუმჯობესება; technology did not progress any further ტექნოლოგია ამაზე მეტად აღარ განვითარებულა; she managed to progress to a senior position მან მოახერხა ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურებულიყო; last year the team didn't progress beyond the opening round შარშან გუნდი პირველ ეტაპსაც / რაუნდსაც ვერ გასცდა; work on the new road is progressing quite well ახალ გზატკეცილზე მუშაობა საკმაოდ კარგად / წარმატებულად მიმდინარეობს; "your father is progressing nicely," said the nurse "მამათქვენის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს", თქვა ექთანმა; the course allows students to progress at their own speed კურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს საკუთარი ტემპით მიჰყვნენ სასწავლო პროცესს;

2. წიგნ. წინ სვლა (მიდის), მოძრაობა, გადაადგილება (სივრცეში); the line of traffic progressed slowly through the town ტრანსპორტის ნაკადი ნელა მოძრაობდა / მიიწევდა წინ ქალაქის ქუჩებში; the storm progressed across country ადგილს / ტერიტორიას ქარიშხალმა გადაუარა;

3. დროში სვლა (მიდის), მიმდინარეობა; ʘ გრძელდება; the weather became colder as the day progressed დღის განმავლობაში სიცივე მატულობდა; as the war progressed more and more countries became involved ომის მიმდინარეობასთან ერთად მასში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ებმებოდა; time is progressing, so I'll be brief დრო გადის, ამდენად ლაკონიური ვიქნები;

to progress to რაიმეზე გადასვლა (გადავა); he started with sketching and then progressed to painting მან ჩანახატების კეთებით დაიწყო, შემდეგ კი ფერწერული ტილოების ხატვაზე გადავიდა; we started off talking about the weather and gradually the conversation progressed to politics თავიდან ამინდზე დავიწყეთ ლაპარაკი, მერე კი საუბარი თანდათან პოლიტიკაზე გადავიდა.

progress I progression

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0137