Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

progress I noun
[ʹprəʊgrɛs]
Print

1. პროგრესი, წინსვლა, განვითარება; slow [rapid] progress ნელი [სწრაფი] პროგრესი; technological [economic, scientific] progress ტექნოლოგიური [ეკონომიკური, სამეცნიერო] პროგრესი / წინსვლა; mankind is destroying the planet, all in the name of progress კაცობრიობა პლანეტას ანადგურებს და ეს პროგრესის სახელით კეთდება; to make progress ა) პროგრესის / წინსვლის ქონა; წარმატებების ქონა, წარმატებით განვითარება; I'm afraid we're not making much progress ვშიშობ, რომ მაინცდამაინც დიდი პროგრესი / წინსვლა არა გვაქვს; she is making good progress with her German გერმანულის შესწავლაში საქმე კარგად მისდის / წარმატებები აქვს; გერმანულს კარგად ითვისებს; ბ) თანდათან გამოჯანმრთელება, გამოჯანმრთელების გზაზე ყოფნა; she is still in hospital, but she's making (good / rapid / ) progress იგი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია, მაგრამ გამოჯანმრთელების გზაზეა / დღითი დღე უკეთ არის; tests designed to monitor the student's progress მოსწავლის პროგრესის / აკადემიური მოსწრების შესამოწმებელი ტესტები;

2. წინ სვლა, მოძრაობა, გადაადგილება (სივრცეში); they made good progress despite the snow თოვლის მიუხედავად ისინი საკმაოდ სწრაფად მიიწევდნენ წინ; the yacht's crew said that they were making relatively slow progress north-easterly იახტის ეკიპაჟის თქმით, ისინი შედარებით ნელა მოძრაობდნენ / მიცურავდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით; she watched his slow progress down the steep slope ქალი თვალს ადევნებდა, როგორ ნელ-ნელა ჩამოდიოდა იგი ციცაბო ფერდობზე;

3. მიმდინარეობა, მსვლელობა; განვითარება; the slow progress of the investigation გამოძიების ნელი მსვლელობა / მიმდინარეობა; they followed the progress of hostilities with interest ისინი ინტერესით ადევნებდნენ თვალს საომარ მოქმედებათა მიმდინარეობას; in progress წიგნ. რომ მიმდინარეობს; მსვლელობის / განვითარების პროცესში მყოფი; quiet please – exams in progress არ იხმაუროთ, თუ შეიძლება – მიმდინარეობს გამოცდა; the game was already in progress when we took our seats როდესაც ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ, თამაში უკვე დაწყებული იყო;

program of targets progress II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0168