1. პროფესია, საქმიანობა; the legal [medical, teaching] profession იურიდიული [სამედიცინო, პედაგოგიური / პედაგოგის] პროფესია; to enter / to go into, to join / a profession ამა თუ იმ პროფესიისთვის ხელის მოკიდება, ამა თუ იმ პროფესიას გაყოლა; what's your profession? რა პროფესიისა ხართ? he is an electrician [a teacher, a barrister] by profession პროფესიით იგი ელექტრიკოსია [მასწავლებელია, ბარისტერია];
2. (the profession) ზმნ. მხ. და მრ. რ. ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლები; the medical profession has expressed concern about the new drug მედიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს ახალ მედიკამენტთან დაკავშირებით; the legal profession is / are / trying to resist the reforms იურისტები / იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები ცდილობენ რეფორმებს შეეწინააღმდეგონ;
3. საჯარო განცხადება (რისამე შესახებ); the government's professions of commitment to the environment seem less believable every day გარემოს დაცვის საქმისადმი ერთგულების შესახებ მთავრობის განცხადებები სულ უფრო და უფრო ნაკლებად სარწმუნო ჩანს; a profession of faith საჯარო განცხადება საკუთარი რელიგიური მრწამსის / რწმენის შესახებ;
4. რელიგიური აღმსარებლობა; they embrace no religion at all, being neither Christians, nor Mohammedans, nor Jews, nor of any other profession ისინი არც ერთ რელიგიას არ მისდევენ და არც ქრ
ისტიანები არიან, არც მაჰმადიანები, არც ებრაელები და არც რომელიმე სხვა აღმსარებლობისანი;
◇ the oldest profession in the world ხუმრ. "მსოფლიოს უძველესი პროფესია", პროსტიტუცია.