![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. პროდუქტი, ნაწარმი; პროდუქცია; dairy [meat, pharmaceutical] products რძის [ხორცის, ფარმაცევტული] პროდუქტები; agricultural [software] products სასოფლო-სამეურნეო [პროგრამული] პროდუქტები / პროდუქცია; to create [to develop] a new product ახალი პროდუქტის / ნაწარმის შექმნა [შემუშავება]; the packaging of food products საკვები პროდუქტების შეფუთვა; a decline in exports of manufactured products სამრეწველო პროდუქტების / პროდუქციის ექსპორტის მოცულობის შემცირება; to get the best product at the lowest price საუკეთესო პროდუქციის / ნაწარმის შოვნა მინიმალურ ფასად; consumer products such as VCRs ისეთი სამომხმარებლო პროდუქტები, როგორიცაა ვიდეომაგნიტოფონები; to launch a new product on to the market ბაზარზე ახალი პროდუქტის / ნაწარმის გა˂მო˃ტანა; they do a range of skin-care products ისინი სხვადასხვაგვარ კანის მოსავლელ კოსმეტიკურ პროდუქტებს / ნაწარმს / პროდუქციას უშვებენ; 2. რისამე შედეგი, პროდუქტი, ნაყოფი; the report was the product of four years' hard work ანგარიში ოთხწლიანი დაძაბული შრომის შედეგი / ნაყოფი იყო; a figure like that is usually the product of many hours spent in the gym ასეთი ტანი, როგორც წესი, სპორტულ დარბაზში გატარებული მრავალი საათის შედეგია ხოლმე; we are all products of our time ჩვენ ყველანი ჩვენი დროის პროდუქტები / შვილები ვართ; the bank is the product of a 1994 merger of two German banks ეს ბანკი 1994 წელს ორი გერმანული ბანკის შერწყმის შედეგად არის წარმოქმნილი; 3. სპეც. პროდუქტი (რეაქციისა, პროცესისა და ა.შ.); the products of the reaction რეაქციის პროდუქტები; haemoglobin is a product of red blood cells ჰემოგლობინს სისხლის წითელი უჯრედები გამოიმუშავებს; |
||||
![]() |
![]() |
|||
| producer gas | production |