Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

produce II verb
[prəʹdju:s]
Print

1. 1) წარმოება (აწარმოებს), დამზადება, გამოშვება (სამრეწველო პროცესის გზით); a factory that produces microchips ფაბრიკა, რომელიც მიკროჩიპებს აწარმოებს / ამზადებს / უშვებს; they produce over 245 cars a week ისინი კვირაში 245 ავტომობილზე მეტს აწარმოებენ / უშვებენ; the factory hasn't begun to produce yet ქარხანას მუშაობა / პროდუქციის გამოშვება ჯერ არ დაუწყია;

2) წარმოება (აწარმოებს), მოყვანა (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მისთ.); Canada produces high-quality wheat კანადა მაღალი ხარისხის ხორბალს აწარმოებს; Spain produces a great deal of wine for export ესპანეთი დიდი რაოდენობით აწარმოებს საექსპორტო ღვინოს; this region produces the grapes used in champagne ამ რეგიონში მოჰყავთ ყურძენი, რომელიც შამპანურის დასამზადებლად გამოიყენება; farmers must produce a good deal more than they themselves need ფერმერებმა იმაზე გაცილებით უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უნდა აწარმოონ / მოიყვანონ, ვიდრე თავად ესაჭიროებათ;

2. წარმოქმნა (წარმოქმნის), გამომუშავება, გენერირება; these trees produce rubber ეს ხეები კაუჩუკს გამოიმუშავებენ; this plant will produce small yellow flowers in the spring გაზაფხულზე ეს მცენარე პატარა ყვითელ ყვავილებს გამოიღებს; plants produce oxygen მცენარეები ჟანგბადს გამოიმუშავებენ / გამოყოფენ; burning oil produces carbon dioxide ნავთობის დაწვის შედეგად ნახშირორჟანგი წარმოიქმნება; the pancreas is an organ in the body that produces insulin პანკრეასი ორგანიზმის ის ორგანოა, რომელიც ინსულინს ˂გამო˃იმუშავებს / გამოყოფს; red blood cells are produced in the bone marrow სისხლის წითელი უჯრედები / ერითროციტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება; the sun produces light and heat მზე სინათლესა და სითბოს გამოსცემს;

3. დაბადება (˂და˃ბადებს), შობა, გაჩენა (შვილისა, ნაშიერისა); her duty was to produce an heir to the throne მისი მოვალეობა ტახტის მემკვიდრის შობა იყო; parents are responsible for the offspring they produce მშობლები პასუხს აგებენ მათ მიერ გაჩენილ შვილებზე; he is the greatest musician this country has ever produced ხატოვნ. იგი ამ ქვეყნის ყველა დროის უდიდესი მუსიკოსია; an adult cat may produce kittens three times a year ზრდასრულ კატას წელიწადში სამჯერ შეუძლია კნუტების გაჩენა / დაყრა; female sheep produce one or two lambs at a time დედალი ცხვრები ერთ ჯერზე ერთ ან ორ კრავს აჩენენ / იგებენ ხოლმე;

produce I producer

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0147