1. დამუშავება (˂და˃ამუშავებს); გადამუშავება; the raw materials such as coal and iron are processed in local factories ისეთი ნედლეული, როგორიცაა ქვანახშირი და რკინა, ადგილობრივ ქარხნებში მუშავდება; fish which are processed by freezing, canning or smoking თევზი, რომელიც გაყინვის, კონსერვირების ან შებოლვის გზით მუშავდება; diets high in refined and processed foods რაციონები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს რაფინირებულ და დამუშავებულ საკვებს; two million workers are employed processing goods for electronic firms ელექტრონული ფირმებისთვის სხვადასხვა საქონლის დამუშავებაზე ორი მილიონი მუშაა დასაქმებული; the material will be processed into plastic pellets მასალას პლასტმასის გრანულებად გადაამუშავებენ;
2. 1) დამუშავება (˂და˃ამუშავებს); განხილვა, გაფორმება (დოკუმენტაციისა, განცხადებისა და მისთ.); visa applications take 28 days to process სავიზო განაცხადების დამუშავებას / განხილვას 28 დღე სჭირდება; all university applications are processed through this system უნივერსიტეტში შემოტანილ ყველა განცხადებას ეს სისტემა ამუშავებს; all foreign students including those whose cases are still being processed, are completely free to travel anywhere in the United States ყველა უცხოელ სტუდენტს, მათი ჩათვლით, ვისი საქმეებიც ჯერ კიდევ განხილვის / დამუშავების პროცესშია, დაუბრკოლებლივ შეუძლიათ გაემგზავრონ შეერთებული შტატების ნებისმიერ კუთხეში;
2) მომსახურება (˂მო˃ემსახურება), გატარება, დამუშავება; რეგისტრირება, გასინჯვა, შემოწმება და სხვ. (კლიენტისა, მომსვლელისა, პაციენტისა და მისთ.); patients took more than two hours to be processed through the department განყოფილებაში პაციენტების მომსახურებას / დამუშავებას ორ საათზე მეტი დრო დასჭირდა; officials at the centre said 12 victims were processed there ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ ხელში 12 დაშავებულმა / დაზარალებულმა გაიარა;
3. კომპ. მონაცემების, ინფორმაციის დამუშავება (˂და˃ამუშავებს); the new network will enable data to be processed more speedily ახალი ქსელი მონაცემთა უფრო სწრაფად დამუშავებას გახდის შესაძლებელს; my new laptop can process information much more quickly than my old computer ჩემს ახალ ლეპტოპს გაცილებით უფრო სწრაფად შეუძლია ინფორმაციის დამუშავება, ვიდრე ჩემს ძველ კომპიუტერს;
4. ფოტ. 1)
ექსპონირებული ფირის დამუშავება (
˂და
˃ამუშავებს); გამჟღავნება, წყალში გავლება, ფიქსირება, გარეცხვა, გაშრობა
და ა.შ.; the film can be processed by the user ფირი შეიძლება მომხმარებელმა დაამუშაოს; I sent three rolls of film away to be processed სამი ფირი გავგზავნე დასამუშავებლად;
2) დაბეჭდვა (˂და˃ბეჭდავს), რეპროდუცირება (გამოსახულებისა და სხვ.);
5. იურ. 1) საქმის აღძვრა (აღძრავს), სასამართლო პროცესის დაწყება (ვისიმე წინააღმდეგ);
2) სასამართლოში ვისიმე გამოძახება (˂გამო˃იძახებს); ვინმესთვის სასამართლოში გამოძახების უწყების გადაცემა.