Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

private II adjective
[ʹpraɪvət]
Print

1. კერძო, პირადი, არასაზოგადოებრივი; პერსონალური, საკუთარი, ცალკე; you can't park here – this is private property აქ მანქანის დაყენება / პარკირება არ შეიძლება – ეს კერძო საკუთრებაა; private land კერძო მიწა; I caught him looking through my private papers მაშინ წავუსწარი, როდესაც ჩემს პირად საბუთებს / დოკუმენტებს ათვალიერებდა; each room has a balcony and a private bathroom თითოეულ ოთახს / ნომერს აივანი და ცალკე / საკუთარი სააბაზანო აქვს; the directors have their own private plane კომპანიის დირექტორებს თავისი საკუთარი / კერძო თვითმფრინავი ჰყავთ; he made some notes for his private use მან რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა პირადი / ინდივიდუალური სარგებლობისთვის; private income / means / დამოუკიდებელი შემოსავალი (სარენტო, საპროცენტო და მისთ.);

2. კერძო, პრივატული, დამსწრეთა ვიწრო წრისთვის განკუთვნილი (ითქმის საუბრის, შეხვედრის და მისთ. შესახებ); a private conversation კერძო / პრივატული საუბარი; senior defence officials held private talks თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლებმა დახურული მოლაპარაკებები გამართეს; a private showing of a film ფილმის დახურული ჩვენება; I need to have a private discussion with you მინდა კერძო / პრივატულ ვითარებაში მოგეთათბირო; are you alone? I just wanted a private word მარტო ხარ? მინდოდა დამსწრეთა გარეშე დაგლაპარაკებოდი; the door is marked "Private" კარზე წარწერაა: "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია"; a private joke მხოლოდ მეგობართა, ოჯახის წევრთა ვიწრო წრისათვის / ახლობელთათვის გასაგები ხუმრობა;

3. პირადი, პირადული, კერძო; კონფიდენციალური, საიდუმლო; her private thoughts and feelings მისი პირადული / ფარული ფიქრები და გრძნობები; I don't like the way newspapers snoop into people's private lives არ მიყვარს, როგორ ყოფენ ცხვირს გაზეთები ადამიანთა პირად ცხოვრებაში; don't read that – it's private არ წაიკითხო, ეს პირადულია / კონფიდენციალურია; this is a private matter – it doesn't concern you ეს პირადული / კონფიდენციალური საქმეა და შენ არ გეხება; although I support the project in public, my private opinion is that it will fail მიუხედავად იმისა, რომ პროექტს საჯაროდ მხარს ვუჭერ, გულში ვფიქრობ / ჩემი პირადი აზრია, რომ იგი წარუმატებელი იქნება;

private I private accommodation

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0145