1. განმარტოებულობა, სიმყუდროვე; I was longing for some peace and privacy ცოტაოდენი სიწყნარე და განმარტოებით ყოფნა მენატრებოდა; she values her privacy იგი საკუთარ განმარტოებულობას დიდად აფასებს; I needed some privacy to read the letter properly and understand it წერილის წესიერად წასაკითხად და გასაგებად ცოტა ხნით განმარტოება / მარტო ყოფნა მესაჭიროებოდა; I hated the lack of privacy in the dormitory საერთო საცხოვრებელს ვერ ვიტანდი იქ განმარტოების შეუძლებლობის / სიმყუდროვის არარსებობის გამო; the privacy of your own home შენი საკუთარი სახლის / კერის სიმყუდროვე; there's not much privacy in these flats because of the large windows and thin walls დიდი ფანჯრებისა და თხელი კედლების გამო ამ ბინებს სიმყუდროვე აკლია;
2. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა (საზოგადოების ჩარევისაგან); the new law is designed to protect people's privacy ახალი კანონი ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად არის განკუთვნილი; an invasion of smb.'s privacy ვისიმე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა; the press invade people's privacy unjustifiably every day პრესა ყოველდღიურად გაუმართლებლად ერევა ხალხის პირად ცხოვრებაში.