Login | Registration | Password reset | Activation Classic design
Margaliti
Dictionary.ge
Comprehensive English-Georgian Online Dictionary
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

prise verb
[praɪz]
Print

1. (apart, off, open) ძალის გამოყენებით, ბერკეტით და სხვ. რისამე აწევა (ასწევს), გახსნა, რაიმესთვის მოცილება ან ადგილიდან დაძვრა; she used a knife to prise open the lid ქილისთვის თავსახურის მოსახდელად ქალმა დანა გამოიყენა; I prised the lid off with a spoon ქილას თავსახური კოვზით ავხადე; he prised her fingers from the bag and took it from her მან ქალს ჩანთისთვის თითები გააშვებინა და ჩანთა გამოართვა / წაართვა; he tried to prise the dog's mouth open იგი შეეცადა ძაღლისთვის პირი ძალით გაეღებინებინა; a thief had prised the window open with a jemmy ქურდს ფანჯარა ძალაყინით გაეღო; we prised the top off the box with a lever ყუთს თავი ბერკეტით ავხადეთ / ავაძვრეთ;

2. (out of, from) 1) ვინმესთვის ძალით რისამე თქმევინება (ათქმევინებს); ვინმესთვის ძალით ხმის ამოღებინება; they had to prise the news out of him მას ძლივს ათქმევინეს / გაამხელინეს ახალი ამბავი; we had to prise conversation out of him გაჭირვებით ვახერხებდით საუბარში მის ჩაბმას;

2) ვინმესთვის ძალით რისამე გამორთმევა (˂გამო˃ართმევს), რისამე გამოძალვა (ითქმის ფულის და მისთ. შესახებ).

priory prism

Nearby words
Recent Additions
Other Dictionaries