Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

prioritize verb
[praɪʹɒrətaɪz]
Print

1. რისამე პრიორიტეტულობის განსაზღვრა (˂გან˃საზღვრავს), პრიორიტიზება, პრიორიტეტულობის / მნიშვნელობის მიხედვით განლაგება ან კლასიფიცირება (საქმეებისა, დავალებებისა და მისთ.); we need to prioritize all these jobs before we can start working on them ყველა ეს სამუშაო / დავალება მათი პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა დავახარისხოთ, სანამ მათს შესრულებას შევუდგებოდეთ; make lists of what to do and prioritize your tasks ჩამოწერეთ, რა გაქვთ გასაკეთებელი და მნიშვნელობის მიხედვით დაალაგეთ შესასრულებელი დავალებები;

2. წიგნ. ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად / პრიორიტეტულად რისამე მიჩნევა (მიიჩნევს), რისამე პრიორიტიზება; the public wants to see the fight against crime prioritized საზოგადოების სურვილია, დამნაშავეობასთან ბრძოლას უპირატესი მნიშვნელობა მიენიჭოს; the organization was formed to prioritize the needs of older people ეს ორგანიზაცია ხანდაზმულთა საჭიროებების პრიორიტიზების მიზნით შეიქმნა; the government is prioritizing the service sector, rather than investing in industry and production მრეწველობასა და წარმოებაში თანხების ინვესტირების ნაცვლად, მთავრობა მომსახურების სექტორის პრიორიტიზაციას ახდენს.

prioritization priority

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0430