Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

prick II verb
[prɪk]
Print

1. (with) გაჩხვლეტა (˂გა˃ჩხვლეტს), გახვრეტა; prick holes in the paper with a pin ქაღალდის ფურცელი ქინძისთავით დაჩხვლიტე; ქინძისთავით ქაღალდის ფურცელში ნახვრეტები გააკეთე; prick the skin of the potatoes with a fork before baking them დაბრაწვამდე კარტოფილ˂ებ˃ის კანი ჩანგლით დაჩხვლიტე; she pricked the balloon with a pin and it burst with a loud bang მან ბუშტი ქინძისთავით გაჩხვლიტა და ისიც ხმამაღალი ტკაცანით გასკდა;

2. ჩხვლეტა (ჩხვლეტს, უჩხვლეტს); she pricked her finger on a needle მან თითში ნემსი იჩხვლიტა; watch out for thorns on the roses, they might prick you ვარდების ეკლებს უფრთხილდი, შეიძლება გიჩხვლიტოს; I remember getting pricked terribly when I went picking berries მახსოვს, როდესაც კენკრას ვკრეფდი, საშინლად დავიჩხვლიტე;

3. ტკენა (ატკენს, სტკენს), მჩხვლეტავი ტკივილის გამოწვევა; he felt a pricking sensation in his throat მან ყელში ჩხვლეტა იგრძნო; tears pricked her eyes მოწოლილმა ცრემლებმა თვალები ატკინა / აუწვა; I could feel the hairs pricking on the back of my neck ვგრძნობდი, კისერში თმის ღერები როგორ მჩხვლეტდა;

to prick up 1) ყურების დაცქვეტა (˂და˃ცქვეტს; ˂და˃იცქვიტება, ˂და˃ეცქვიტება) ითქმის ცხოველის შესახებ; the dog pricked his ears up at his master's call პატრონის დაძახებაზე ძაღლმა ყურები დაცქვიტა; the deer's ears pricked up – it must have heard me ირემს ყურები დაეცქვიტა – ეტყობა, ჩემი ფეხის ხმა გაიგონა;

2) გადატ. ყურების დაცქვეტა (˂და˃ცქვეტს; ˂და˃იცქვიტება), რაიმესათვის გამახვილებული ყურადღების მიპყრობა (ითქმის ადამიანის შესახებ); I pricked my ears when I overheard them mention my name ყურები დავცქვიტე, როდესაც შემთხვევით გავიგონე, რომ ჩემი სახელი ახსენეს; her ears pricked up at the sound of his name კაცის სახელის გაგონებაზე ქალმა ყური ცქვიტა / საუბარს ყური მიუგდო;

one's conscience pricks one ʘ სინდისის ქენჯნას გრძნობს; სინდისი აწუხებს [შდრ. აგრ. prick I 1 2)]; her conscience pricked her as she lied to her sister როდესაც თავის დას ტყუილს ეუბნებოდა, ქალს სინდისის ქენჯნამ გაჰკრა / ქალი სინდისმა შეაწუხა; to prick smb.'s conscience ვინმეში სინდისის ქენჯნის გამოწვევა; the thought of her unhappiness pricked his conscience ქალის მწუხარებაზე გაფიქრებამ მასში სინდისის ქენჯნა გამოიწვია.

prick I prickle I

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0081