1. ფასი, ფულადი ღირებულება; house [retail, oil, share] prices საცხოვრებელი სახლების [საცალო, ნავთობის, აქციათა] ფასები; the price of cigarettes is set to rise again ეტყობა, რომ სიგარეტების ფასი კვლავ გაიზრდება; the price of fuel keeps going up საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს; to come down in price გაიაფება; house prices in this area are falling ამ რაიონში საცხოვრებელი სახლების ფასები ეცემა; he managed to get a good price for the car მან მოახერხა თავისი მანქანა კარგ ფასად გაეყიდა; I bought these jeans at half price in the sale ფასდაკლების დროს ეს ჯინსები ნახევარ ფასად ვიყიდე; can you give me a price for the work? ვერ მეტყვით, თქვენს სამუშაოში რა ფასს / რამდენს ითხოვთ?
2. ფასი, საფასური, რისამე არასასიამოვნო შედეგი; he's never at home, but that's the price of success იგი არასოდეს სახლში არ არის, მაგრამ რას ვიზამთ – ასეთია წარმატების ფასი; the country will have to pay a high price for independence დამოუკიდებლობისთვის ამ ქვეყანას მაღალი ფასის გადახდა მოუწევს; she was finally made senior executive, but at what price! ბოლოს და ბოლოს იგი უფროს აღმასრულებელ მენეჯერად დანიშნეს, მაგრამ რა ფასად! [შდრ. აგრ. ◇]; they may pay a high price for their few years of glory რამდენიმეწლიანი დიდება მათ შეიძლება ძვირად დაუჯდეთ;
3. ფსონი (შეფარდება ჩამოსულ და მისაღებ თანხებს შორის სანაძლეოს დროს) [შდრ. აგრ. ◇]; six to one is a good price for that horse ექვსი ერთთან კარგი ფსონია იმ ცხენისათვის;
⌇ price rises [increases, cuts] ფასების მომატება [გაზრდა, შეკვეცა / შემცირება];
◇ at any price ნებისმიერ ფასად; რადაც არ უნდა დაჯდეს; we want peace at any price გვინდა მშვიდობას მივაღწიოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს; he wanted success at any price მას სურდა წარმატება ნებისმიერ ფასად / რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს; at a price გარკვეულ / არცთუ დაბალ ფასად; ძვირად; fame comes at a price სახელი და დიდება ადვილად არ მოდის / ძვირი ჯდება; you can buy strawberries all year round, but at a price ხენდრო მთელი წლის განმავლობაში იყიდება, მაგრამ არცთუ დაბალ ფასად / საკმაოდ ძვირი ღირს; beyond price წიგნ. ფასდაუდებელი; უაღრესად ძვირი ან ძვირფასი / ფასეული; not at any price არავითარ შემთხვევაში, არასდიდებით; I wouldn't work for her again – not at any price! მასთან არავითარ შემთხვევაში / არასდიდებით აღარ ვიმუშავებ! I wouldn't invite her again at any price მას აღარასოდეს არ დავპატიჟებ; a price on smb.'s head ვისიმე მოკვლის ან შეპყრობის სანაცვლოდ დანიშნული ჯილდო; everyone has their price ანდ. ყველას თავისი ფასი აქვს, ყველა იყიდება, ყველას ყიდვა / მოსყიდვა შეიძლება; put a price on smth. რისამე შეფასება, რისამე ფასის დასახელება / განსაზღვრა, რაიმესთვის ამა თუ იმ ფასის დადება (აგრ. გადატ.); they haven't yet put a price on the business საწარმო ჯერ არ შეუფასებიათ; საწარმოს ფასი ჯერ არ დაუსახელებიათ / არ განუსაზღვრავთ; the agent has put a price of £120 000 on our house აგენტმა ჩვენი სახლი 120 ათას გირვანქა სტერლინგად შეაფასა; you can't put a price on what a mother does for her children ის, რასაც დედა შვილებისთვის აკეთებს, ფასდაუდებელია; what price …? საუბ. ა) როგორია იმის შანსი, რომ ...? რა შანსები არსებობს იმისა, რომ ...? [შდრ. აგრ. 3]; what price England winning the World Cup? რა შანსია იმისა, რომ ინგლისმა მსოფლიო თასი მოიპოვოს? ბ) რაღა ფასი აქვს რაიმეს? განა ღირს რაიმე ამ ფასად? (ითქმის იმის ხაზგასასმელად, რომ ესა თუ ის მიზანი მის მისაღწევად გაწეულ ჯაფად, გაღებულ მსხვერპლად და მისთ. არ ღირდა) [შდრ. აგრ. 2]; what price victory when so many people have died in the struggle? განა ღირს გამარჯვება მისთვის ბრძოლაში ამდენი ხალხის დაღუპვის ფასად? რაღა აზრი აქვს გამარჯვებას, როდესაც მის მოსაპოვებლად ამდენი ხალხი დაიღუპა? what price fame and fortune? რაღა ფასი / აზრი აქვს სახელსა და სიმდიდრეს?