1. (with) გონების მოცვა, შეპყრობილობა, გატაცებულობა (ამა თუ იმ აზრით, საკითხით, საქმით); გამუდმებით რაიმე საკითხზე / თემაზე ფიქრი; a preoccupation with death [food] გამუდმებით სიკვდილზე [საჭმელზე] ფიქრი; she found his preoccupation with money irritating მისი სულ ფულზე ფიქრი ქალს გამაღიზიანებლად ეჩვენებოდა; such an excessive preoccupation with one's health can't be normal ამგვარი გადამეტებული ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ნორმალურად ვერ ჩაითვლება;
2. უმთავრესი საფიქრალი, საზრუნავი; ფიქრის, ზრუნვის ან ინტერესის საგანი; his main preoccupation was astronomy მისი გატაცების მთავარი საგანი ასტრონომია იყო; his main preoccupations are football and women მის მთავარ საფიქრალს / ინტერესის საგანს ფეხბურთი და ქალები წარმოადგენს; he's got so many preoccupations at the moment that he ignores his family completely ამჟამად იმდენი საზრუნავი აქვს / იმდენი რამით არის დაკავებული, რომ საკუთარი ოჯახი სრულებით იგნორირებული ჰყავს.