1. 1) (over, on) სითხის დასხმა (˂და˃ასხამს), მოსხმა (რაიმეზე); pour the sauce over the pasta მოასხით საწებელი მაკარონს; pour a pool of sauce on two plates and arrange the meat neatly საწებელი ორ თეფშზე დაასხით / მოასხით, შემდეგ კი ფაქიზად ჩააწყვეთ შიგ ხორცის ნაჭრები;
2) (out, into) ჭიქაში და სხვ. ჩასხმა (˂ჩა˃ასხამს), ჩამოსხმა, დასხმა (წყლის ან სხვ. სასმლისა); have you poured out the tea? სტუმრებს ჩაი დაუსხი? would you like me to pour you some more wine? ხომ არ გინდათ, ცოტა ღვინო კიდევ დაგისხათ? quietly he poured and served drinks for all of them მან უხმოდ / უსიტყვოდ ჩამოუსხა და მიართვა ყველა მათგანს ალკოჰოლიანი სასმელი; I poured the milk into a jug რძე ტოლჩაში ჩავასხი;
3) (away, into, out) ღვრა (ღვრის), სხმა, ˂და˃ქცევა (წყლისა და მისთ.); the wine was so bad I just poured it away ღვინო იმდენად ცუდი იყო, რომ ავდექი და გადავღვარე; pour away the dirty water გადაღვარე ჭუჭყიანი წყალი; I poured the rest into the sink დანარჩენი სამზარეულოს ნიჟარაში ჩავასხი;
4) (out) გა˂მო˃შვება (˂გა˃უშვებს, ˂გამო˃უშვებს), გამოყოფა (ბოლისა და მისთ.); the bus was pouring out thick black exhaust fumes ავტობუსი გამონაბოლქვის სქელ, შავ ბოლქვებს უშვებდა; the chimney was pouring out black smoke საკვამური შავ ბოლს უშვებდა; საკვამურიდან შავი ბოლი ამოდიოდა;
2. 1) ʘ სწრაფად, ძლიერად იღვრება, დის, მოედინება (ითქმის წყლის და მისთ. შესახებ); the tide poured in from the south ზღვის მოქცევის წყლები სამხრეთიდან მოედინებოდა / შემოდიოდა; the rain poured through a hole in the roof სახურავში გაჩენილი ხვრელიდან წყალი ჩამოდიოდა [შდრ. აგრ. 3]; blood was pouring from the wound ჭრილობიდან სისხლი ღვარად დიოდა / ასხამდა; tears poured down her cheeks ქალს ლოყებზე ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა;
2) (out, from) ʘ გამოდის, ამოდის (ითქმის ბოლის და მისთ. შესახებ); smoke was pouring out of the upstairs windows ზედა სართულის ფანჯრებიდან კვამლის ბოლქვები გამოდიოდა;
3) (into, out, from) უწყვეტ ნაკადად სვლა (მიდის) / დენა; მიწყდომა, მისკდომა (ითქმის ადამიანების, ცხოველების და სხვ. შესახებ); refugees are now pouring into this country ახლა ამ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი ლტოლვილები შედიან / ≅ ამ ქვეყანას ლტოლვილების ნაკადი მიაწყდა; the crowds began pouring out of the stadium სტადიონიდან ხალხმა ჯგუფ-ჯგუფად დაიწყო გამოსვლა / დენა; the crowd poured out into the street ხალხი ქუჩაში გამოეფინა; offers of help poured in from all over the country ქვეყნის ყველა კუთხიდან დახმარების შემოთავაზებათა ნიაღვარი წამოვიდა;
3. (down) ძლიერად წვიმა (წვიმს) აგრ. to pour with rain [შდრ. აგრ. downpour]; we can't go out in this weather – it's pouring! ასეთ ამინდში გარეთ ვერ გავალთ – კოკისპირულად წვიმს! it has been pouring with rain all week მთელი კვირაა გადაუღებლად წვიმს; the rain was pouring down კოკისპირულად წვიმდა;
◇ to pour cold water on smth. რისამე მკაცრად გაკრიტიკება ან კატეგორიულად უარყოფა / უკუგდება; ≅ იდეის, გეგმის და მისთ. მომხრეთათვის ცივი წყლის გადასხმა [იხ. აგრ. cold II ◇]; to pour smth. into smth. რისამე დიდი რაოდენობით რაიმეში ჩადება / რაიმეზე მიმართვა (უპირატ. ითქმის ფულის, რესურსების და მისთ. შესახებ); the government has poured millions into the education system მთავრობამ მილიონები ჩადო განათლების სისტემაში; they've poured thousands of pounds into developing the business მათ ათასობით გირვანქა სტერლინგი აქვთ ჩადებული / დახარჯული ამ საწარმოს განვითარებაში; the government has been pouring money into inefficient state-owned industries and the country can no longer afford it მთავრობა დიდძალ ფულს დებდა / ყრიდა არარენტაბელურ სახელმწიფო საწარმოებში და ქვეყანას საამისო მატერიალური სახსრები უკვე აღარ აქვს; to pour out smth. რისამე დაუფარავად გამოხატვა / "გადმოფრქვევა"; რისამე ვინმესთვის გაზიარება / მოყოლა (უპირატ. ითქმის გრძნობების, ემოციების და მისთ. შესახებ) [შდრ. აგრ. outpour I 2 და II 2, outpouring 2 1)]; she poured out her troubles to me over a cup of coffee ფინჯან ყავის სმისას ქალმა მთელი თავისი პრობლემების შესახებ მიამბო; to pour out one's heart (to smb.) (ვინმესთვის) გულის გადაშლა [იხ. აგრ. heart¹ 2]; to pour scorn (on smb., smth.) იხ. scorn I ◇; critics of the President have been pouring scorn on the plan ever since it was first proposed პრეზიდენტის კრიტიკოსები გეგმას მისი შემოთავაზების დღიდან დაწყებული მასხრად იგდებენ / დასცინიან; to pour oil on troubled water(s) იხ. oil I ◇.