1. (on, upon) 1) მივარდნა (მივარდება), მიჭრა, დატაკება; უეცრად თავდასხმა; the lion crouched ready to pounce ლომი მიწას გაეკრა, თავდასასხმელად გამზადებული; the muggers pounced on her as soon as she got out of the car როგორც კი ქალი მანქანიდან გადმოვიდა, მძარცველები მაშინვე ეცნენ / თავს დაესხნენ მას; he pounced on the man and started hitting him იგი მამაკაცს მიეჭრა და მუშტები დაუშინა; Owen pounced on the loose ball and scored ოუენი მცველების მიერ მოგერიებულ ბურთს მივარდა და გოლი გაიტანა;
2) მსხვერპლის დასაჭერად სწრაფად დაბლა დაშვება (˂და˃ეშვება), მიწისკენ გაქანება; მსხვერპლისთვის ბრჭყალების / კლანჭების ჩავლება (ითქმის მტაცებელი ფრინველის შესახებ);
2. (on, upon) 1) რისამე სწრაფად / დაუყოვნებლივ შემჩნევა (˂შე˃ამჩნევს) / შენიშვნა, რაიმესთვის ყურადღების მიქცევა (განსაკ. გაკრიტიკების მიზნით); he was quick to pounce on any mistakes I made იგი ჩემ მიერ დაშვებულ ყველა შეცდომას დაუყოვნებლივ ამჩნევდა; he knows that his critics are waiting to pounce on any slip that he makes მან იცის, რომ მისი კრიტიკოსები ჩასაფრებულები არიან და ელიან, როდის დაუშვებს იგი რაიმე შეცდომას; his comments were pounced upon by the press მისი კომენტარები პრესას ყურადღებიდან არ გამოჰპარვია;
2) დაუყოვნებლივ / ხალისით გამოყენება (˂გამო˃იყენებს), ხელიდან არგაშვება (ხელსაყრელი შესაძლებლობისა, შანსისა და მისთ.); I think if she were given the opportunity to work here, she'd pounce on it ჩემი აზრით, აქ მუშაობის შესაძლებლობა რომ მიეცეს, იგი მას ხელიდან არ გაუშვებს / დაუყოვნებლივ გამოიყენებს.