1. (of, about) 1) ვინმეს მესაკუთრული თვალით რომ უყურებს, ვისიმე კონტროლირება, ვინმეზე დომინირება რომ სურს (ითქმის მშობლის, ოჯახის წევრის და სხვ. შესახებ); some parents are too possessive of their children ზოგიერთი მშობელი თავის შვილებს დესპოტურად ეპყრობა / მეტისმეტად აკონტროლებს; her boyfriend was getting too possessive so she finished with him მეგობარი მამაკაცი მას უკვე ლამის თავის საკუთრებად აღიქვამდა, ამიტომ ქალმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა;
2) რაიმესადმი მესაკუთრული ინსტინქტების მქონე; რისამე სხვისთვის გაზიარება, თხოვება და მისთ. რომ არ სურს; the boy's very possessive about his toys ეს ბიჭუნა სხვა ბავშვებს თავის სათამაშოებს არასოდეს არ აძლევს / თავის სათამაშოებზე თითს არ აკარებინებს;
2. გრამ. კუთვნილებითი (ითქმის ნაცვალსახელის და სხვ. შესახებ); possessive pronouns კუთვნილებითი ნაცვალსახელები; possessive form [case] კუთვნილებითი ფორმა [ბრუნვა].