1. (about) პოზიტიური, კონსტრუქციული, ოპტიმისტური; რაიმესადმი პოზიტიურად / კონსტრუქციულად / ოპტიმისტურად განწყობილი; a positive attitude [outlook] პოზიტიური / ოპტიმისტური დამოკიდებულება [თვალსაზრისი / ხედვა]; the power of positive thinking პოზიტიური / კონსტრუქციული აზროვნების უნარი; she tried to be more positive about her new job იგი შეეცადა, თავისი ახალი სამსახურისადმი უფრო პოზიტიურად / ოპტიმისტურად განწყობილიყო; the report ended on a positive note მოხსენება პოზიტიურ / ოპტიმისტურ ნოტზე მთავრდებოდა;
2. ქმედითი, ეფექტიანი; რეალური, კონკრეტული; a positive benefit რეალური / კონკრეტული სარგებელი; we need to take positive steps to improve the situation of families in poverty ქმედითი / რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ღარიბი ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; it's a relief to know that something positive is being done შვების გრძნობა მოაქვს იმის ცოდნას, რომ რაღაც რეალური / კონკრეტული კეთდება;
3. 1) დადებითი, პოზიტიური, თანხმობის, მოწონების და მისთ. გამომხატველი; a positive answer დადებითი პასუხი; we've had a very positive response to the idea ჩვენ მიერ შეთავაზებულ იდეას ძალზე დადებითი / პოზიტიური რეაქცია მოჰყვა; most people have been very positive about the show ხალხის უმეტესობამ შოუსადმი ძალზე დადებითი დამოკიდებულება გამოავლინა;
2) დადებითი, პოზიტიური, კარგი, სასიკეთო; his family have been a very positive influence on him ოჯახმა მასზე ძალზე დადებითი / სასიკეთო გავლენა მოახდინა; overseas investment has had a positive effect on exports საზღვარგარეთულმა ინვესტიციებმა ექსპორტზე დადებითი / პოზიტიური ზემოქმედება მოახდინა; TV can be a positive influence ტელევიზიას დადებითი / სასიკეთო ზეგავლენის მოხდენა შეუძლია;
4. (about)
რაიმეში დარწმუნებული; I can't be positive about what time it happened დარწმუნებული არ ვარ / დარწმუნებით ვერ გეტყვით, როდის მოხდა ეს; are you absolutely positive you locked the door? აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ კარი ჩაკეტე? "are you sure you saw him?" "Absolutely positive" "დარწმუნებული ხარ, რომ იგი დაინახე?" – "აბსოლუტურად დარწმუნებული
ვარ";
5. გამაძლ. საუბ. სრული, ნამდვილი, პირწავარდნილი; აბსოლუტური; he has a positive genius for upsetting people ხალხისთვის ნერვების მოშლაში ნამდვილი გენიოსია; it was a positive miracle that we survived ნამდვილი სასწაული იყო, ცოცხლები რომ გადავრჩით; the journey was a positive nightmare მგზავრობა სრული კოშმარი იყო;
6. დამაჯერებელი, სარწმუნო; უტყუარი (იხ. აგრ. proof positive); we have no positive evidence that she was involved არ გაგვაჩნია იმის სარწმუნო საბუთი, რომ იგი ამ საქმეში გარეული იყო;
7. სპეც. დადებითი, ამა თუ იმ ნივთიერების, ინფექციის და მისთ. არსებობის მაჩვენებელი (ითქმის ტესტის, ანალიზის და მისთ. შედეგის შესახებ); a positive pregnancy test დადებითი ტესტი ფეხმძიმობაზე; დადებითი პასუხი ფეხმძიმობის ტესტზე; the athlete tested positive for steroids სტეროიდებზე სპორტსმენის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა; to be HIV positive ʘ აივ-დადებითია; აივ-ინფექცია აქვს;
8. მათ. დადებითი; positive number დადებითი რიცხვი; positive angle [value] დადებითი კუთხე [სიდიდე / მნიშვნელობა];
9. ელექტრ. დადებითი (ითქმის მუხტის და მისთ. შესახებ); a positive charge დადებითი მუხტი; the positive terminal of a battery ბატარეის დადებითი კონტაქტი / სადენის მისაერთებელი ადგილი;
10. ფოტ. პოზიტიური (ითქმის გამოსახულების შესახებ);
11. გრამ. დადებითი (ითქმის ხარისხის შესახებ); positive degree დადებითი ხარისხი (ზედსართავი სახელისა) [იხ. აგრ. degree 6].