1. 1) (ადგილ)მდებარეობა, ადგილი, განლაგება; პოზიცია; from his position on the cliff top, he had a good view of the harbour კლდის წვერიდან, სადაც იგი იდგა, მის წინაშე ნავსადგურის კარგი ხედი იშლებოდა; you are in a good position next to the window კარგი ადგილი გაქვს / გიკავია ფანჯარასთან ახლოს; well, I've found our position on the map if you want to see where we are რუკაზე ჩვენი ადგილმდებარეობა დავადგინე, ასე რომ, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, სად ვართ; are you happy with the position of the chairs? მოგწონს სკამების განლაგება? to be in position თავის / მისთვის განკუთვნილ / სათანადო ადგილზე ყოფნა [შდრ. აგრ. 3];
2) ჩვეულ. pl სამხ. პოზიცია (ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის მიერ დაკავებული ადგილი); they attacked the enemy positions at dawn მათ მოწინააღმდეგის პოზიციებს განთიადისას შეუტიეს; the troops took up their battle positions at the front line ჯარებმა ფრონტის ხაზზე საბრძოლო პოზიციები დაიკავეს;
2. მდგომარეობა, პოზა, პოზიცია (სხეულისა, საგნისა და სხვ.); I go to sleep on my back but I always wake up in a different position ზურგზე მწოლიარე ვიძინებ, მაგრამ ყოველთვის სხვა მდგომარეობაში / პოზაში მეღვიძება ხოლმე; my leg hurts when I change position როდესაც მდგომარეობას / პოზას ვიცვლი, ფეხი მტკივა; a kneeling position ა) ჩოქელა / დაჩოქილი მდგომარეობა; მუხლებზე დგომა; ბ) სამხ. მდგომარეობა ჩოქელა სროლისათვის; keep the bottles in an upright position ბოთლები ვერტიკალურ / სწორ მდგომარეობაში გეჭიროს / გქონდეს; turn the switch to the off position! ტექ. გადამრთველი ამორთულ მდგომარეობაზე გადაიყვანე!
3. მდგომარეობა, ვითარება, სიტუაცია; I am in a very difficult position ძალიან რთულ მდგომარეობაში / ვითარებაში ვარ; what would you do in my position? როგორ მოიქცეოდით, ჩემს მდგომარეობაში / ჩემს ადგილას რომ იყოთ? his financial position is rather precarious at the moment ამ მომენტისთვის მისი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ არამყარია; to be in a position to do smth. რისამე გაკეთების შესაძლებლობის ან საშუალების ქონა; ʘ რისამე გაკეთება შეუძლია / ძალუძს [შდრ. აგრ. 1 1)]; I'm sorry, I'm not in a position to help you financially ვწუხვარ, მაგრამ ფინანსურად ვერ დაგეხმარები;
4. (on) პოზიცია, აზრი, შეხედულება (
ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და მისთ.); to declare [to reconsider, to change] one's position საკუთარი პოზიციის განცხადება / დეკლარირება [გადასინჯვა, შეცვლა]; what is your position on smoking? თამბაქოს მოწევის საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციაზე / რა აზრისა ხართ? the party's position on education reforms პარტიის პოზიცია განათლების რეფორ
მებთან დაკავშირებით;
5. მაღალი მდგომარეობა, სტატუსი; მნიშვნელობა (საზოგადოებაში და მისთ.); the company's dominant position in the world market ამ კომპანიის დომინანტური მდგომარეობა მსოფლიო ბაზარზე; wealth and position were not important to her სიმდიდრესა და მაღალ სოციალურ მდგომარეობას / სტატუსს მისთვის მნიშვნელობა არა ჰქონდა; the position of women in society ქალების სტატუსი / მნიშვნელობა საზოგადოებაში; whether or not you're given a car depends on your position in the company მანქანას მოგცემენ თუ არ მოგცემენ, კომპანიაში შენს სტატუსზეა დამოკიდებული;
6. წიგნ. თანამდებობა, ადგილი, პოსტი; he held a senior position in a large company მას მაღალი თანამდებობა / პოსტი ეკავა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში; to apply for a position in a company კომპანიაში ვაკანტური თანამდებობის / ადგილის დასაკავებლად განაცხადის შეტანა; there have been over a hundred applications for the position of Sales Manager გაყიდვების მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად ასზე მეტი განაცხადია შემოსული; I'm sorry, the position has been filled ვწუხვარ, მაგრამ ეს თანამდებობა უკვე დაკავებულია / ეს ვაკანსია უკვე შეივსო;
7. სპორტ. ადგილი (რბოლაში, შეჯიბრებაში, სატურნირო ცხრილში); in first [second, third, etc] position პირველ [მეორე, მესამე და ა.შ.] ადგილზე; she finished the race in third position მან რბოლა მესამე ადგილზე / მესამემ დაასრულა; რბოლის ფინიშთან იგი მესამე იყო; United's 3–0 win moved them up to third position "იუნაიტედის" გამარჯვებამ ანგარიშით 3:0 ეს გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაიყვანა;
8. სპორტ. მოთამაშის ადგილი, პოზიცია (მოედანზე); what position does he play? რა ადგილზე / პოზიციაზე თამაშობს? he can play any position except goalkeeper მას ნებისმიერ ადგილზე / პოზიციაზე შეუძლია თამაში კარის გარდა.