1. წარმოდგენა (წარმოადგენს); ʘ ქმნის, უქმნის; officials claim the chemical poses no real threat ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ეს ქიმიური პრეპარატი არანაირ რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს; the mountain terrain poses particular problems for civil engineers მთის რელიეფი განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის ინჟინერ-მშენებლებს;
2. დასმა (˂და˃სვამს), მიცემა (კითხვისა); წამოყენება, შეთავაზება (საკითხისა, პრობლემისა); I don't require any answer to my question, now that I have posed it არ მოვითხოვ რაიმე პასუხს კითხვაზე, რომელიც ახლა დავსვი; Hesiod poses the eternal problems: what is the origin and destiny of mankind? ჰესიოდე მარადიულ პრობლემებს აყენებს / სვამს: როგორ წარმოიქმნა ადამიანთა მოდგმა და რა ბედი მოელის მას?
3. პოზირება (პოზირებს), ამა თუ იმ პოზაში დადგომა ან დაჯდომა (ფოტოგრაფის, მხატვრის და მისთ. წინაშე); the delegates posed for a group photograph დელეგატები ერთად დადგნენ ჯგუფური ფოტოსურათის გადასაღებად;
4. კიცხვ. პოზიორობა (პოზიორობს), პრანჭვა,
რითიმე თავის მოწონება; he was posing in his new sunglasses თავისი ახალი მზის სათვალით იწონებდა თავს;
5. (as) ვინმედ, რაიმედ თავის გასაღება (˂გა˃ასაღებს) / თავის მოჩვენება; the robbers got into the house by posing as telephone engineers მძარცველებმა ტელეფონის შემკეთებელ ხელოსნებად გაასაღეს თავი და სახლში ისე შეაღწიეს; he doesn't really know a thing about the theatre – he's just posing! თეატრის არაფერი გაეგება – თეატრალად მხოლოდ თავს გაჩვენებთ!