1. გადასაშლელი (ითქმის უპირატ. ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნის, საფოსტო ბარათის და სხვ. შესახებ, რომლის გადაშლისას ფურცლებიდან დაკეცილი მუყაოსაგან შედგენილი მოცულობითი სურათები ამოდის);
2. ამომგდები, ამოსაგდები მექანიზმის ან ამომხტომი კომპონენტების მქონე; pop-up toaster ტოსტერი გაფიცხებული პურის ნაჭრების ამომგდები მექანიზმით;
3. კომპ. ამომხტომი, კომპიუტერის ეკრანზე უეცრად რომ ჩნდება (ფანჯარა, მენიუ და სხვ.); a pop-up window პოპ-აპ ფანჯარა, ამომხტომი ფანჯარა (ვებ-საიტის ცალკე სარეკლამო ფანჯარა); pop-up menu პოპ-აპ მენიუ, კონტექსტური მენიუ (რომელიც გარკვეული კლავიშ˂ებ˃ის ან მაუსის მარჯვენა კლავიშის დაჭერით გამოდის); select the option you want from the pop-up menu აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პუნქტი პოპ-აპ მენიუდან.