1. საერთო ფონდის / მარაგის შექმნა (˂შე˃ქმნის); გაერთიანება, შეერთება (რესურსებისა, კაპიტალისა, ინფორმაციისა და სხვ.); several villages pooled their resources to set up a building project რამდენიმე სოფელმა თავისი რესურსები გააერთიანა სამშენებლო პროექტის განსახორციელებლად; three schools have pooled their money in order to buy an area of waste ground and turn it into a sports field სამმა სკოლამ თავ-თავიანთი ფულით საერთო ფონდი შექმნა უშენი მიწის ნაკვეთის შესასყიდად და მასზე სპორტული მოედნის მოსაწყობად; if we pool our ideas we should come up with a good plan თუ ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ იდეებს გავუზიარებთ, წესით კარგი გეგმის მოფიქრება უნდა შევძლოთ;
2. პულად გაერთიანება (˂გა˃ერთიანდებიან), პულის ჩამოყალიბება / შექმნა [იხ. აგრ. pool² I 3];
3. ავსტრალ. სლ. დაბეზღება (˂და˃აბეზღებს), დასმენა; ვინმესთვის რისამე დაბრალება.