1. 1) ნაკეცი, ნაოჭი (ნაჭრისა, ქსოვილისა, კანისა და სხვ.);
2) შრე, ფენა (ფანერისა, მუყაოსი და ა.შ.);
3) ძაფი, ძარღვი (ნართისა, თოკისა, გვარლისა და მისთ.) [იხ. აგრ. ⌇];
4) ავტ. პოლიესთერის და მისთ. კორდის შრე (სალტისა);
2. = plywood; made of bonded ply, asbestos, and aluminium მრავალშრიანი ფანერისგან / ფირფიცრისგან, აზბესტისგან და ალუმინისგან დამზადებული;
3. წიგნ. მიდრეკილება, ტენდენცია; საერთო ხასიათი (სულისა, გონებისა, რისამე განვითარებისა და მისთ.); when once they have taken the French ply (as they call it) they are never to be made so much as Englishmen again თუკი ისინი "ფრანგულ ყაიდაზე" გადავიდნენ (როგორც ამას თავად უწოდებენ), მათი ისევ გაინგლისელება უკვე შეუძლებელია; England took a ply which she has never wholly lost ინგლისმა ისეთი ხასიათი შეიძინა, რომელიც სრულად უკვე აღარასოდეს დაუკარგავს;
4. იშვ. ნაღუნი, მოხრილობა;
სახსარში მოხრის ადგილი (
კიდურისა, ფრინველის ფრთისა და მისთ.); the ply of the arm is the elbow მკლავის სახსარში მოხრის ადგილს იდაყვი ეწოდება; the ply of an animal's limb ცხოველის კიდურის სახსარში მოხრის ადგილი;
5. შოტლ. მდგომარეობა; in good ply კარგ მდგომარეობაში; out of ply ცუდ მდგომარეობაში;
6. (-ply) რთული სიტყვის კომპონენტი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა: ამა თუ იმდენი შრისაგან / ფენისაგან ან ძაფისაგან / ძარღვისაგან შემდგარი; four-ply panel ოთხშრიანი პანელი; three-ply knitting yarn სამწვერიანი / სამფა საქსოვი ძაფი;
⌇ what ply wool does this knitting pattern take? ასეთ ნაქსოვს რამდენმაგი შალის ძაფი სჭირდება?