1. 1) ხვნა (ხნავს), მოხვნა, მიწის დამუშავება; to plough a field ყანის მოხვნა; new ploughed field ახალხნული მიწა, გატეხილი ყამირი;
2) ˂მო˃ხვნა (˂მო˃იხვნება); this land ploughs hard ეს მიწა ძნელად იხვნება;
2. 1) მიწის დაკვალვა (˂და˃კვალავს), კვლ˂ებ˃ის გაჭრა / გავლება;
2) გადატ. ღრმა კვალის დატოვება (˂და˃ტოვებს), დაღარვა; jealousy and pride ploughed furrows across her brow ეჭვიანობამ და სიამაყემ შუბლი დაუღარა;
3. უპირატ. პოეტ. ტალღების გაპობა (˂გა˃აპობს);
4. გზის გაკვლევა (
˂გა
˃იკვლევს) / გაკაფვა (
აგრ. to plough one's way); the river ploughed a course for itself down the valley მდინარემ ხეობაში გზა გაიკვალა / ახალი კალაპოტი გაიკეთა;
▭ to plough back 1) ამა თუ იმ ბიზნესიდან მიღებული მოგების იმავე ბიზნესში ჩადება (˂ჩა˃დებს) / დაბანდება / ინვესტირება (მისი განვითარების, გაფართოებისა და ა.შ. მიზნით);
2) = to plough in / into / 1);
to plough in / into / 1) მიწაში ჩახვნა (˂ჩა˃ხნავს); others spread the dung on the surface and plough it in ზოგი ნაკელს მიწაზე გაშლის და ისე ჩახნავს;
2) ძალიან დიდი რაოდენობის თანხის რაიმე პროექტში და მისთ. ჩადება (˂ჩა˃დებს) / დაბანდება / ინვესტირება;
3) ვინმეს, რაიმეს დაჯახება (˂და˃ეჯახება), შეტაკება, მინარცხება; the car turned over twice, and ploughed into a fence ავტომანქანა ორჯერ ამოტრიალდა და ღობეს შეასკდა;
to plough on რთული, მოსაბეზრებელი და ა.შ. საქმიანობისა და მისთ. გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს); no one was listening to her, but she ploughed on მიუხედავად იმისა, რომ არავინ უსმენდა, ქალი მაინც აგრძელებდა საუბარს;
to plough (one's way) through 1) გზის გაკვლევა (გაიკვლევს), გავლა (დაბრკოლების დაძლევით); the famous actress had to plough her way through the crowd to reach her car ცნობილ მსახიობ ქალს თავის ავტომანქანამდე მისასვლელად ბრბოში გზის გაკვალვა მოუხდა; he came ploughing through the snow ის ძლივს იკვლევდა თოვლში გზას; a bullet ploughed through his thigh ტყვიამ ბარძაყში გაუარა;
2) რთული და მისთ. საქმისთვის თავის გართმევა (˂გა˃ართმევს); to plough through a book წიგნის დაძლევა; it took me ages to plough through "Ulysses" ,,ულისეს" წაკითხვას ძალიან დიდი დრო მოვანდომე;
to plough up 1) გუთნით გადახვნა (˂გადა˃ხნავს); გამარგვლა;
2) მიწის გადათხრა (˂გადა˃თხრის), ბევრი სიარულით და ა.შ. გაფუჭება;
◇ to plough a lonely furrow მარტო მოქმედება; საკუთარი გზით სიარული.