1. 1) ვისიმე სიამოვნება (ასიამოვნებს), ვინმესათვის სიამოვნების მოგვრა; ამება, გულის მოგება; anxiety to please ვინმეს ამების / გულის მოგების დიდი სურვილი; he is hard to please მის გულს ვერაფრით ვერ მოიგებ, მას ვერაფრით ვერ ასიამოვნებ; it is difficult to please everybody ყველას ვერ ასიამოვნებ; ყველას გულს ვერ მოიგებ;
2) ჩვეულ. pass სიამოვნების მიღება (˂მი˃იღებს); ʘ კმაყოფილია; მოხარულია; he was pleased at hearing the news ახალი ამბის გაგებამ გაახარა, ახალი ამბით გაიხარა; neither plan pleased me არც ერთი გეგმით არ ვიყავი კმაყოფილი; არც ერთი გეგმა არ მომეწონა; I'm pleased to see you მოხარული ვარ, რომ გხედავთ;
2. ʘ რისამე გაკეთება ნებავს, სურს; I am free now to live wherever I please ახლა შემიძლია, სადაც მოვისურვებ, იქ ვიცხოვრო; take which of these books you please აიღეთ ნებისმიერი ეს წიგნი, რომელიც გნებავთ; we could drive whither we pleased შეგვეძლო გავმგზავრებულიყავით / წავსულიყავით საითაც (კი) მოგვესურვებოდა; let him say what he pleases დაე ილაპარაკოს, რაც სურს;
◇ if you please ა) წიგნ. გეთაყვა, თუ შეიძლება (რისამე თხოვნის / შეთავაზების თავაზიანი ფორმა); take a seat, if you please დაბრძანდით, გეთაყვა; ბ) წარმოგიდგენია! წარმოიდგინე! (გამოხატავს გაკვირვებას / გაღიზიანებას ვისიმე ქცევის გამო); and now, if you please, he wants me to do the whole work again და ახლა უნდა, რომ მთელი ეს საქმე თავიდან გავაკეთო, წარმოგიდგენია! he who pleased everybody died before he was born ანდ. ≅ ყველას ვერ ასიამოვნებ; ყველას გულს ვერ მოიგებ; please yourself საუბ. რაც გინდა ის გიქნია; მოიქეცი, როგორც გენებოს; "I don't think I will come". "Fine, please yourself" "არა მგონია, რომ მოვიდე". "კეთილი, მოიქეცი, როგორც გენებოს".