1. თამაში, რითიმე გართობა (განსაკ. ბავშვებისა) [იხ. აგრ. ⌇]; the happy sounds of children at play მოთამაშე ბავშვების მხიარული ხმები / ჟივილ-ხივილი [შდრ. აგრ. 5]; play is very important to a child's development თამაშს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისათვის; the importance of learning through play თამაშის მეშვეობით / თამაშის პროცესში სწავლის დიდი მნიშვნელობა;
2. სპორტ. 1) თამაში (მატჩის მსვლელობა); rain stopped play in the Hingis-Davenport match ჰინგის-დევენპორტის მატჩში წვიმის გამო თამაში შეწყდა; there was some excellent play in yesterday's match გუშინდელ მატჩში ბრწყინვალე თამაშის მომსწრენი გავხდით; in play თამაშში მყოფი, თამაშში შეყვანილი (ითქმის ბურთის შესახებ) [შდრ. აგრ. 5 და 7]; he managed to keep the ball in play მან ბურთის თამაშში დატოვება მოახერხა; მან ბურთს თამაშიდან / აუტში გასვლის საშუალება არ მისცა; out of play თამაშგარე მყოფი, თამაშიდან გასული (ითქმის ბურთის შესახებ); the ball had gone out of play ბურთი თამაშიდან იყო გასული; the defender kicked the ball out of play მცველმა ბურთი აუტში დაარტყა;
2) ამერ. თამაში (მოთამაშისა ან გუნდისა მატჩის მსვლელობაში); a defensive play დაცვითი თამაში; თამაში დაცვაში; the new pitcher made a great play on that throw to first base ახალმა პიჩერმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა პირველ ბაზაზე მოწოდების დროს; on the next play, Johnson ran fifteen yards for a touchdown თამაშის მომდევნო ეპიზოდში ჯონსონმა თხუთმეტი იარდი გაირბინა და ლელო გაიტანა;
3) თამაშის ჯერი, თამაში; it's my play ჩემი თამაშია, ჩემი თამაშის ჯერია;
3. პიესა; წარმოდგენა, სპექტაკლი (თეატრალური); a play by Chekhov ჩეხოვის პიესა; Eliot wrote plays as well as poetry ელიოტი პიესებსაც წერდა და ლექსებსაც; I have just had a letter from a man who wants my opinion as to whether Shakespeare's plays were written by Bacon. I feel inclined to write back, "Sir, don't be a fool" ეს-ეს არის წერილი მომივიდა ვიღაც კაცისაგან, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს იმის თაობაზე, შექსპირის პიესები მართლა ბეკონმა დაწერა თუ არა. სურვილი მაქვს, საპასუხოდ მივწერო: "სერ, თავს ნუ ისულელებთ"; to put on a play პიესის წარმოდგენა / თამაში; a radio [television] play რადიოპიესა, რადიოდადგმა [ტელეპიესა, სატელევიზიო პიესა]; we saw a play at the National Theatre "ეროვნულ თეატრში" სპექტაკლი / წარმოდგენა ვნახეთ;
4. 1) თავისუფალი / შეუზღუდავი მოძრაობის საშუალება;
თოკის და მისთ. მოშვებულობა [
იხ. აგრ. 2)]; we need more play in the rope თოკი
მეტად უნდა მოვუშვათ; there's too much play in the steering wheel საჭე
მეტის
მეტად თავისუფლად მოძრაობს; aircraft wings are designed to have a certain amount of play in them თვითმფრინავის ფრთების კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მათი მოძრაობის გარკვეული თავისუფლება; he gave free play to his feelings and began to shout angrily
ხატოვნ. მან საკუთარი ემოციები ნებაზე მიუშვა და გაბრაზებით ყვირილი დაიწყო;
2) ტექ. თამაში, ფოლხვა, თავისუფალი სვლა; რყევა, ბარბაცი (მექანიზმის ან ხელსაწყოს ნაწილისა) [იხ. აგრ. 1)];
5. მოქმედება, აქტიურობა; ზემოქმედება, ზეგავლენა; the free play of market forces საბაზრო ძალების თავისუფალი მოქმედება / ფუნქციონირება; there are a number of factors at play in the current recession ამჟამინდელი რეცესიის დროს მთელი რიგი ფაქტორები მოქმედებს [შდრ. აგრ. 1]; the financial crisis has brought new factors into play ფინანსურმა კრიზისმა ახალი ფაქტორები აამოქმედა / გაააქტიურა; a complex system of muscles is brought into play for each body movement სხეულის ყოველი მოძრაობისას კუნთების რთული სისტემა ამოქმედდება ხოლმე; he had to bring all his experience into play to beat this difficult opponent ამ ძნელი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად მას მთელი თავისი გამოცდილების გამოყენება მოუხდა; personal feelings should not come into play when you are making business decisions როდესაც ბიზნესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებ, პირადმა გრძნობებმა შენზე არ უნდა იმოქმედოს / გავლენა არ უნდა იქონიოს [შდრ. აგრ. 2 1) და 7)];
6. თამაში, სწრაფი მოძრაობა, ლივლივი (აგრ. გადატ.); the play of sunshine and shadow among the trees მზის შუქისა და ჩრდილის თამაში ხეებს შორის; the play of moonlight across the water მთვარის შუქის თამაში / ლივლივი წყლის ზედაპირზე; the play of emotion across/ on / his face ემოციების თამაში / სწრაფი ცვალებადობა მის სახეზე; the lively play of fancy which had once characterized her წარმოსახვის / ფანტაზიის ცოცხალი თამაში, რომელიც მას ოდესღაც ახასიათებდა; he could not restrain the play of muscles in his throat უნებლიეთ ყელის კუნთები აუთამაშდა / აუთრთოლდა; the fishermen knitting new nets with an unconscious play of their deft fingers მეთევზეები, მარჯვე თითების გაუცნობიერებელი მოძრაობით ახალ ბადეებს რომ ქსოვენ;
7. ხუმრობა; in play ხუმრობით [შდრ. აგრ. 2 1) და 5]; I only did it in play მე ეს მხოლოდ ხუმრობით გავაკეთე;
8. გაშვების ღილაკი (მაგნიტოფონისა, ვიდეომაგნიტოფონისა და მისთ.); put the video into the machine then press play ჩადეთ ვიდეოკასეტი მაგნიტოფონში და შემდეგ თითი დააჭირეთ გაშვების ღილაკს;
⌇ a play area ბავშვების სათამაშო ადგილი / მოედანი;
◇ a play on words სიტყვების თამაში, კალამბური; to make a play for smb. ვინმესთან გაარშიყება; ვინმესთან რომანტიკულ ურთიერთობათა დამყარების ცდა; it's obvious he was making a play for her აშკარაა, რომ იგი ქალს ეარშიყებოდა / ქალთან რომანტიკულ ურთიერთობათა დამყარებას ცდილობდა; to make a play for smth. რისამე მოპოვების ან ხელში ჩაგდების ცდა; it was rumoured that he would make a play for the director's post ხმები დადიოდა, რომ იგი დირექტორის თანამდებობის დაკავებას შეეცდებოდა; to make great / much / play of smth. რაიმესთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება, რისამე მნიშვნელობის განსაკუთრებით გამოყოფა; რაიმესთვის ხაზის გასმა, რისამე აქცენტირება; he made great play of the fact that his uncle was a duke ყოველმხრივ ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ბიძამისი ჰერცოგი იყო; she made great play of ignoring me when I spoke to her როდესაც დაველაპარაკე, იგი ხაზგასმულად ცდილობდა ჩემს იგნორირებას; fair play იხ. fair² II 1 2); foul play იხ. foul II ◇.