1. საკერებელი, ბებკი; I sewed patches on the knees of my jeans ჩემს ჯინსის შარვალს მუხლებზე საკერებლები დავადე;
2. განსხვავებული შეფერილობის და ა.შ. მომცრო ადგილი / არე (რისამე ზედაპირზე); ლაქა; bald patch უთმო / მელოტი ადგილი თავზე (განსაკ. კინკრიხოზე); patches of blue-bells in the grass მაჩიტების პატარა "ლაქები" ბალახზე; a small dog, white with brown patches პატარა, თეთრი ძაღლი ყავისფერი ლაქებით; damp patches on the wall ნესტის ლაქები / ნესტისგან დაზიანებული ადგილები კედელზე;
3. მიწის მომცრო ნაკვეთი (განსაკ. მებაღეობისთვის გამოყენებული); a strawberry patch მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მარწყვია დარგული;
4. რისამე ნაგლეჯი, ნაფლეთი; patches of fog ნისლის ნაფლეთები;
5. = badge¹ I 1;
6. მედიკამენტიანი სამედიცინო პლასტირი, კანზე დასაკრავი ფირფიტა; nicotine patches ნიკოტინის პლასტირები (მოწევისათვის თავის დანებების დამხმარე საშუალება);
7. თვალზე (განსაკ. დაზიანებულზე ) ასაკრავი სახვევი; he had a black patch over one eye მას ცალი თვალი შავი სახვევით ჰქონდა აკრული;
8. საუბ. ვინმეს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი; ვინმესთვის კარგად ნაცნობი ადგილი; the boss knows everything that's going on in our patch ჩვენმა უფროსმა ყველაფერი იცის, რაც კი სამსახურში ხდება; he knows every house in his patch იგი თავის უბანში ყველა სახლს იცნობს;
9. საუბ. დროის მონაკვეთი / პერიოდი (განსაკ. რთული); a difficult patch რთული პერიოდი;
10. კომპ. დამატებითი პროგრამა, ქვეპროგრამა (მთავარი პროგრამის გასასწორებლად ან გასაუმჯობესებლად);
11. ანატ., მედ. ლაქა, ბალთა;
12. სამხ. ტყვიის გარსი;
13. გეოლ. ჩანართი (ქანისა);
14. შეჯგუფებული მოდრეიფე ყინულების ბელტი / ხორგი;
◇ to be not a patch on smb., smth. ʘ რაიმესთან / ვინმესთან შედარებით არაფერს წარმოადგენს; ≅ ვინმეს ფრჩხილადაც არ ღირს; he is a fine young man but not a patch on his father შესანიშნავი ახალგაზრდაა, თუმცა მამამისს ვერც კი შეედრება; ≅ მამამისის ფრჩხილადაც არ ღირს.