1. ნაწილობრივი, არასრული; partial amnesty ნაწილობრივი ამნისტია; partial armistice ნაწილობრივი ზავი; partial disarmament ნაწილობრივი განიარაღება; partial eclipse ასტრ. ნაწილობრივი დაბნელება; Partial Test Ban Treaty ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულება (რომლის მიხედვითაც არ იკრძალება მხოლოდ მიწისქვეშა გამოცდები); partial combustion ტექ. არასრული წვა; partial derivative მათ. კერძო წარმოებული; partial pressure სპეც. პარციალური წნევა; partial nephrectomy მედ. თირკმლის რეზექცია, ნაწილობრივი ნეფრექტომია; partial metamorphosis ბიოლ. არასრული გარდაქცევა / მეტამორფოზი; partial vacuum ფიზ. დაბალი ვაკუუმი; partial tone მუს. ნაწილობრივი ტონი;
2. კიცხვ. ვისიმე / რისამე მიმართ მიკერძოებული / ტენდენციური; უსამართლოდ ცალმხრივი, არაობიექტური; partial opinion მიკერძოებული აზრი; partial witness მიკერძოებული / არაობიექტური მოწმე;
3. მოძვ. ვისიმე / რისამე მიმართ არაგულგრილი, ვისიმე / რისამე მოყვარული / მოტრფიალე; I'm not partial to mushrooms სოკო დიდად არ მიყვარს, სოკოს დიდად არა ვწყალობ; I am partial to a pipe after dinner სადილის შემდეგ / მერე ჩიბუხის გაბოლება მიყვარს ხოლმე;