Try the new design Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

out- prefix
[aʊt-]
Print
აწარმოებს

I არსებით სახელებს, რომლებიც აღნიშნავენ

1. რისამე საზღვრებს / ფარგლებს გარეთ ან რაიმესაგან შორს / დაშორებით მდებარეობას: outhouse საკარმიდამო შენობა; სამეურნეო და ა.შ. დანიშნულების ნაგებობა; outfield ფერმიდან დაშორებული მინდორი; outport ავანპორტი; outpost ავანპოსტი; outside რისამე გარე ნაწილი / მხარე;

2. ამა თუ იმ ადგილის ფარგლებს მიღმა ცხოვრებას, საქმიანობას და ა.შ.: out-voter ამომრჩეველი, რომელიც არ ცხოვრობს მოცემულ საარჩევნო ოლქში; out-patient ამბულატორიული ავადმყოფი; out-worker მუშა, რომელიც ქარხნის, საამქროს და მისთ. ფარგლებს გარეთ ასრულებს სამუშაოებს; outsider გარეშე / უცხო პირი, რომელიც არ მიეკუთვნება ამა თუ იმ ორგანიზაციას, წრეს და ა.შ.;

3. 1) რისამე შედეგს: outcome შედეგი; ბოლო, დასასრული; outcrop გაშიშვლებული ქანი;

2) რისამე გამოვლენას: outbreak აფეთქება, ანთება (ბრაზით და მისთ.); outcry ხმამაღალი ყვირილი;

II ზედსართავ სახელებს, რომლებიც აღნიშნავენ

1. რისამე საზღვრებს გარეთ ან რაიმესაგან შორს მდებარეობას: outcast გაგდებული, გაძევებული; out-college კოლეჯის ტერიტორიაზე რომ არ ცხოვრობს; out-door სახლის გარეთ / ღია ცის ქვეშ მდებარე, მიმდინარე და ა.შ.; outlandish უცხოური, უცხო ქვეყნისა; outlying ცენტრიდან (დიდი მანძილით) დაშორებული; outside გარე, გარეთა;

2. საითკენმე მიმართულებას: out-bound საზღვარგარეთ მიმავალი (ითქმის გემის შესახებ); outgoing მიმავალი, გამავალი;

III ზმნებს, რომლებიც აღნიშნავენ

1. გარეთ მიმართულ მოქმედებას: outpour გადმოღვრა, გადმოსვლა; outspread გავრცელება; გაფართოება;

2. უპირატესობას ან გადაჭარბებას: outbrave სიმამაცით / გამბედაობით ჯობნა; outclass ʘ სხვას ბევრად სჯობნის / აღემატება; outdance სხვებზე უფრო დიდხანს ან უკეთ ცეკვა; out-Herod ჰეროდეზე უარესი სისასტიკის / ულმობლობის გამოჩენა; outlive ʘ ვინმეზე მეტს იცოცხლებს; რაიმეზე მეტხანს იარსებებს; outgeneral სამხედრო ხელოვნებაში დაჯაბნა.

out VI outa

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0094