1. მიუთითებს 1) მოძრაობას შიგნიდან -დან; he took a handkerchief out of his pocket ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო; to step out of the car მანქანიდან გადმოსვლა; to leap out of the window ფანჯრიდან გადმოხტომა; to jump out of bed საწოლიდან წამოვარდნა / წამოხტომა; he slipped out of the room ოთახიდან გაიპარა; is there a way out of it? თუ არის აქედან გამოსავალი? she looked at him out of the corner of her eye ქალმა მას მალულად შეხედა;
2) რისამე საზღვრებს გარეთ / მიღმა მდებარეობას ან რისამე საზღვრებს გა˂და˃ცდენას გარეთ, ფარგლებს მიღმა; to be out of the house სახლის გარეთ ყოფნა; to be out of the country ʘ საზღვარგარეთაა; out of prison ციხის გარეთ, თავისუფლებაზე; an animal not found out of Europe ცხოველი, რომელიც ევროპის ფარგლებს გარეთ არ მოიძებნება; when I am out of here ... როდესაც აქაურობას გავეცლები / დავტოვებ, როცა აქედან წავალ ...; don't hang out of the window ფანჯრიდან თავს ნუ გამოყოფ; the words hardly out of my mouth when ... სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი / არ დამცალდა, რომ ...; the gloom went out of his face დაღვრემილობამ გაუარა;
3) ამა თუ იმ მანძილზე მდებარეობას -დან; the camp is six miles out of town ბანაკი ქალაქიდან ექვსი მილით არის დაშორებული;
2. მიუთითებს 1) მოქმედების არის მიღმა მდებარეობას ან მოქმედების არიდან გაუჩინარებას / გაქრობას: out of danger საფრთხე რომ არ ემუქრება, ხიფათი რომ არ ელის; out of hearing სმენადობის ზღვარს მიღმა; to go out of sight თვალთახედვიდან გაქრობა / გაუჩინარება; that is out of our power ეს ჩვენს ძალებს აღემატება; out of my sight! საუბ. მომშორდი / მომწყდი თავიდან! თვალით არ დამენახვო!
2) ნორმიდან, წესიდან და ა.შ. გადახრას / გადახვევას: out of breath აქოშინებული, სუნთქვაშეკრული; out of hand ხელიდან წასული [იხ. აგრ. hand I ◇]; out of shape უფორმო, ფორმადაკარგული; out of the ordinary, out-of-the-ordinary უჩვეულო, განსაკუთრებული; out of place არა თავის ადგილას, უადგილო ადგილას; უადგილო, შეუფერებელი; out of order მწყობრიდან გამოსული, გაუმართავი, დაზიანებული; out of patience მოთმინებადაკარგული; out of one's mind ჭკუიდან გადასული;
3) ხმარებიდან, მოდიდან და ა.შ. გამოსვლას: to be out of fashion ʘ მოდაში აღარაა;
3. მიუთითებს მიზეზს / საფუძველს -გან, გამო; გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვითაც; out of pity სიბრალულით, სიბრალულის გამო; out of respect პატივისცემის გამო; out of spite (სი)ბრაზით, (სი)ბრაზისაგან;
4. მიუთითებს მასალას / რისამე შემადგენლობას -გან; out of stone [glass] ქვისა, ქვისგან [მინისა, მინისაგან]; they made a boxer out of him მოკრივე გახადეს, მოკრივედ გაზარდეს / აქციეს; she made a dinner out of hors-d'oeuvres სადილის ნაცვლად სხვადასხვა მსუბუქი საუზმეული ჰქონდა მომზადებული;
5. მიუთითებს 1) წარმომავლობას: he came out of a slum ქალაქის ჯურღმულში დაიბადა; he came out of France წარმოშობით საფრანგეთიდანაა;
2) გამოჩენას, საიდანმე გამოსვლას: he was not long out of a theatre school დიდი ხანი არ არის, რაც თეატრალური სკოლა / სასწავლებელი დაამთავრა;
3) ჭურჭელს, სათავსს და მისთ.: to drink out of a glass ჭიქიდან დალევა; to eat out of the same dish ერთი (და იმავე) თეფშიდან ჭამა;
6. მიუთითებს 1) რაიმე ნაწილის მთელიდან გამოყოფას: nine chances out of ten ათიდან ცხრა შანსი; three days out of every week კვირაში სამი დღე;
2) ნაწარმოებს / წყაროს, საიდანაც მოყვანილია ნაწყვეტი, ციტატა და მისთ.: he quotes it out of Shakespeare შექსპირის ციტატა მოჰყავს; a scene out of a play სცენა პიესიდან; what did you get out of his lecture? რა შეგძინა მისმა ლექციამ? რა აზრი გამოიტანე მისი ლექციიდან?
7. მიუთითებს რისამე უქონლობას: he is out of money ფული არა აქვს / გაუთავდა, უფულოდაა; he ran out of tobacco თამბაქო გამოელია;
8. მიუთითებს ვინმესგან ფულის, ცნობებისა და მისთ. მოპოვებას ან რაიმესაგან სარგებლის ნახვას: to get money out of smb. ვინმესთვის ფულის გამოძალვა / გამოტყუება / დაცინცვლა; he got ten dollars out of it ამაზე ათი დოლარი გააკეთა / იშოვა;
9. ანიჭებს ზმნას კაუზატიურ მნიშვნელობას: to talk / to argue / smb. out of smth. ვინმესთვის რისამე გადათქმევინება / აზრის შეცვლევინება; to laugh smb. out of smth. დაცინვით რაიმეზე ხელის აღებინება / რისამე გაკეთებაში ხელის შეშლა;
10. მიუთითებს ცხენის წარმოშობაზე დედის ხაზით: Crawl out of Traipse ულაყი კროლი ფაშატი ტრეიფსის ნაშიერი;
11. შესიტყვებებში: out of it ა) ამაში რომ არ მონაწილეობს / ჩართული რომ არ არის; ბ) ამის შესახებ წარმოდგენა რომ არა აქვს; გ) ამერ. სინამდვილეს / რეალობას რომ ვერ აღიქვამს / ვერ აცნობიერებს; ნარკოტიკებით გაბრუებული, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი; it is out of the question ეს გამორიცხულია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს; (times) out of number უამრავჯერ; to go out of one's way ʘ ძალ-ღონეს არ იშურებს, თავს არ ზოგავს, ყველანაირად ცდილობს; სხვა შესიტყვებები იხ. შესაბამისი სიტყვების სიტყვა-სტატიებში.