Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

much I adjective
[mʌtʃ]
Print
(more; most)

1. ბევრი; much water [rain, time] ბევრი წყალი [წვიმა, დრო]; I had much difficulty in convincing her ძალიან გამიჭირდა მისი დარწმუნება; I have not got much time ცოტა დრო მაქვს; how much? ა) რამდენი? how much time do you need? რა დრო / რამდენი ხანი გჭირდებათ? ბ) რა ღირს? how much is it? ეს რა ღირს? too much ძალიან ბევრი; to cost too much ʘ ძალიან ძვირია;

2. არსებ. მნიშვნ. ბევრი რამ; to see much ბევრი რამის ნახვა; there is not much to see / to be seen / here აქ არაფერია სანახავი; to do much ბევრი რამის გაკეთება; there is much to do / to be done / ბევრია გასაკეთებელი; to suffer much ბევრი რამის გადატანა [იხ. აგრ. much II 1 1) და 2)]; much still remains to be done კიდევ ბევრი სამუშაო დარჩა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი; there is not much left ცოტა / ცოტაღა დარჩა; there is much to say ბევრია სათქმელი, კიდევ ბევრ რამეზე უნდა ვისაუბროთ; much of smth. რისამე დიდი ნაწილი; much of what you say is true თქვენ ბევრ რამეში მართალი ხართ; his work is not up to much მისი ნაშრომი დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს; it leaves much to be desired ბევრი ნაკლი აქვს, არაა სრულყოფილი; უკეთესს ისურვებდა კაცი; there is not much in him იგი არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს;

3. შესიტყვებებში: so much so that იხ. so I 8; not so much... as იხ. so I 8; as much ა) ამდენივე; give me as much ამდენივე მომეცით; twice as much ორჯერ მეტი; ბ) სწორედ ასე; to think as much სწორედ ასე ფიქრი; I expected as much მეც სწორედ ამას მოველოდი; სხვას / მეტს არაფერს მოველოდი; as much again კიდევ ამდენივე;

to be too much for smb. ʘ ვინმეს შესაძლებლობებს აღემატება; ვინმე ვერ უმკლავდება ვინმეს / რაიმეს; to be too much ʘ მეტისმეტია (გამოხატავს ვინმეთი ან რაიმეთი გაღიზიანებას); they are too much ძნელია მათი ატანა; the last remark was really too much ბოლო რეპლიკა უკვე მეტისმეტი იყო; he is not much of a scholar არც ისე განათლებული ადამიანია; დიდი ვერაფერი მეცნიერია; not much of a teacher საშუალო დონის მასწავლებელი; was not much of a dinner დიდი არაფერი სადილი იყო; to make much of smb., smth. ა) კარგად გაგება, აზრის გამოტანა; I didn't make much of that lecture იმ ლექციაზე ბევრი ვერაფერი გავიგე; ბ) ვისიმე, რისამე დიდად დაფასება; ვინმეზე, რაიმეზე მაღალი აზრის / წარმოდგენის ქონა; გ) ვინმესთვის, რაიმესთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება; we mustn't make too much of that incident იმ ინციდენტს ასეთ დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ; დ) ვისიმე, რისამე მიმართ გადაჭარბებულად დიდი ყურადღების / თავაზიანობის / მზრუნველობის გამოჩენა; she liked children and made much of them უყვარდა ბავშვები და სათუთად ეპყრობოდა მათ; to make much of women ზედმეტი ყურადღების გამოჩენა ქალებისადმი; to think much of smb., smth. ვინმეზე, რაიმეზე კარგი შეხედულების / აზრის ქონა; not to be much to look at შეუხედავია, დიდი არაფერია გარეგნობით; it is too much of a good thing კარგშიც / სიამოვნებაშიც კი ზომიერებაა საჭირო; much will have more ანდ. კაცის გული უძღებია; ადამიანს რაც მეტი აქვს, მით უფრო მეტი უნდა.

mu much II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0500