Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

lull II verb
[lʌl]
Print

1. სიმღერით, ალერსით და მისთ. დაძინება (˂და˃აძინებს), ძილის მოგვრა, დამშვიდება; to lull a baby to sleep ნანინათი, რწევით ბავშვის დაძინება; the movement of the train lulled me to sleep მატარებლის რყევამ ძილი მომგვარა / დამაძინა;

2. 1) პირფერობით / ეშმაკობით დამშვიდება (˂და˃ამშვიდებს) / სიფხიზლის მოდუნებინება / მოჩვენებითი სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებით აღვსება; to lull smb. into a sense of security ʘ ეშმაკობით და მისთ. დაამშვიდა / თავი უსაფრთხოდ აგრძნობინა;

2) ეშმაკობით გაფანტვა (˂გა˃ფანტავს), გაქარწყლება (საფუძვლიანი ეჭვისა და მისთ.); to lull smb.'s fears ვისიმე შიშის გაფანტვა; to succeed in lulling smb.'s suspicions ვისიმე ეჭვების გაფანტვის / გაქარწყლების მოხერხება;

3. 1) დამშვიდება (˂და˃ამშვიდებს), ჩაწყნარება, დაცხრობა (ქარისა, ზღვისა და მისთ.); who lulled the raging seas ვინც აბობოქრებული ზღვები დაამშვიდა;

2) დამშვიდება (˂და˃მშვიდდება), ჩაწყნარება, დაცხრომა; ʘ შესუსტდა, შემცირდა, ნაკლებად ინტენსიური გახდა; the wind lulled ქარმა იკლო, ქარი თითქმის ჩადგა; the afternoon breeze lulled and finally dropped off altogether ნაშუადღევის ნიავმა თანდათან იკლო, ბოლოს კი საერთოდ ჩადგა; the violence of the storm had lulled to some extent ქარიშხლის ძალა რამდენადმე შემცირებულიყო; lulling at the death of Constantine, the persecution again broke out in the latter years of his successor Leo კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ ჩამცხრალმა დევნა-შევიწროებამ მისი მემკვიდრე ლეონის მმართველობის ბოლო წლებში ახალი ძალით იფეთქა.

lull I lullaby I

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0146