1. 1) გრძელი; long hair [legs, nose] გრძელი თმა [ფეხები, ცხვირი]; long waves რად. გრძელი ტალღები; long distance დიდი / შორი მანძილი; a long way to go გასავლელი გრძელი / დიდი გზა; at long range დიდ / შორ მანძილზე; დიდი / შორი მანძილიდან;
2) იშვ., ხუმრ. მაღალი, აწოწილი;
2. ხანგრძლივი, გრძელი; long life [reign] ხანგრძლივი სიცოცხლე [მეფობა]; long winter გრძელი ზამთარი; long visit [wait] ხანგრძლივი ვიზიტი / სტუმრობა [ლოდინი]; long halt სამხ. დიდი დასვენება; the Long Vacation ზაფხულის არდადეგები (ინგლისის უნივერსიტეტებსა და სასამართლოებში); Long Parliament ისტ. ხანგრძლივი პარლამენტი; long service სამხ. ზევადიანი სამსახური; Long Service and Good Conduct Medal მედალი "ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისათვის"; long farewell ა) ხანგრძლივი გამომშვიდობება; ბ) დიდი ხნით გამომშვიდობება; a long look ხანგრძლივი მზერა; long custom ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამომუშავებული / დიდი ხნის ჩვევა; long tradition ხანგრძლივი / დიდი ხნის ტრადიცია; for / არქ., დიალ. of / a long time ხანგრძლივი დროის / დიდი ხნის განმავლობაში, დიდხანს; at (the) longest ყველაზე დიდხანს, არა უმეტეს ამა თუ იმ დროისა; ყველაზე გვიან, არა უგვიანეს; we can wait only three days at (the) longest დიდი-დიდი სამი დღე შეგვიძლია მოვიცადოთ, სამ დღეზე მეტს ვერ მოვიცდით;
3. 1) ამა თუ იმ სიგრძის მქონე, ამა თუ იმ სიგრძისა; ten feet long ათი ფუტის სიგრძისა; how long is this river? რა სიგრძისაა / რამსიგრძეა ეს მდინარე?
2) ამა თუ იმ ხანგრძლივობის მქონე, ამა თუ იმ ხანგრძლივობისა; an hour long ერთ საათს რომ გრძელდება, ერთსაათიანი;
4. 1) შორეული,
დროში დაშორებული; long date შორეული დრო / ვადა / პერიოდი [
შდრ. აგრ. 2)];
2) ფინ. გრძელვადიანი; long bill გრძელვადიანი თამასუქი [იხ. აგრ. 6 1)]; to draw at a long date გრძელვადიანი თამასუქის გამოწერა [შდრ. აგრ. 1)]; long lease გრძელვადიანი იჯარა;
5. 1) ნელი, აუჩქარებლად მოქმედი, რაიმეს დიდ დროს რომ ანდომებს; how long he is! რამდენ ხანს ანდომებს რაიმეს! როგორ აგვიანებს! he is very long in coming იგი ძალიან დიდხანს არ მოდის / მოსვლას აგვიანებს; he will not be long in coming იგი მოსვლას არ დააგვიანებს / მალე მოვა; don't be long ნუ დაყოვნდებით, რაიმეს დიდ დროს ნუ მოანდომებთ; the opportunity was not long in coming ხელსაყრელმა შემთხვევამაც არ დააყოვნა;
2) მეტისმეტად გრძელი / ხანგრძლივი / გაჭიანურებული / მოსაბეზრებელი; the long hours dragged slowly by გაუთავებელი / უსასრულოდ გაჭიანურებული საათები ნელა მისდევდა ერთმანეთს; the days never seemed long, so full of interest were they საინტერესო მოვლენებით აღსავსე ეს დღეები მოსაწყენად არავის ეჩვენებოდა;
6. 1) მრავალრიცხოვანი, ვრცელი; მრავალი პუნქტისგან, წევრისგან და მისთ. შემდგარი; long family დიდი / მრავალრიცხოვანი ოჯახი; long list ვრცელი / გრძელი სია; long bill ა) ვრცელი ანგარიში (დასაფარავი ხარჯებისა); ბ) გაბერილი ანგარიში [იხ. აგრ. 4 2)];
2) დიდი, მსხვილი; long price მაღალი ფასი; a long purse ფულით სავსე საფულე, სქელი ჯიბე, ბევრი ფული, სიმდიდრე;
7. წაგრძელებული, მოგრძო; long square იშვ. არატოლგვერდა მართკუთხედი;
8. ფონეტ., ლექსთ., მუს. გრძელი (ითქმის ხმოვნის, მარცვლის ან ნოტის შესახებ); long mark სიგრძის ნიშანი (¯) ხმოვნის თავზე;
9. არსებ. მნიშვნ. 1) დიდი დრო; დროის ხანგრძლივი პერიოდი; გრძელი ვადა; it is long since we saw him დიდი ხანია, იგი არ გვინახავს; დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც იგი ვნახეთ; it will not take long ამას დიდი დრო არ დასჭირდება; for long დიდი ხნით, ხანგრძლივი დროით / ვადით; before / ere / long მალე; ცოტა ხნის შემდეგ [იხ. აგრ. erelong]; we shall see you before long ჩვენ მალე გნახავთ;
2) ლექსთ. გრძელი მარცვალი; longs and shorts მეტრული / კვანტიტატიური ლექსთწყობა; ამგვარი წყობის ლექს˂ებ˃ი (განსაკ. ბერძნული ან ლათინური) [შდრ. აგრ. ◇];
3) გრძელი სიგნალი, ტირე (მორზეს კოდში) [შდრ. აგრ. short III 5];
4) (the Long) the Long Vacation-ის საუბ. შემოკლ. [იხ. 2];
5) კომერც. მომავალში ფასების აწევის მოლოდინით საქონლის შემსყიდველი პირი;
◇ long memory კარგი მეხსიერება; long tongue გრძელი ენა, ყბედობა, ენაგრძელობა; long ears ა) ვირი, სახედარი; ბ) სულელი, უგუნური ადამიანი; long suit ა) ბანქ. "გრძელი" ფერი; ბ) ვისიმე ძლიერი მხარე; რაც ვინმეს ეხერხება, რაშიც ვინმე კარგად ერკვევა; long finger შუათითი; long bone ანატ. გრძელი / ლულოვანი / მილისებრი ძვალი; long dozen ცამეტი; a long mile სულ ცოტა ერთი მილი, არანაკლებ ერთი მილისა; a long hour კაი ერთი საათი, სულ ცოტა ერთი საათი; long years მრავალი წელი; the long hours დღე-ღამის დრო, როდესაც საათი ბევრჯერ ზედიზედ ჩამოჰკრავს ხოლმე (მაგ. 11 ან 12 საათი); Long Tom შორსსასროლი ზარბაზანი; long nine ამერ. არქ. ერთგვარი იაფფასიანი სიგარა [შდრ. აგრ. long-nines]; long home საფლავი, სამუდამო განსასვენებელი; long odds ა) მცირე შესაძლებლობა / ალბათობა (რისამე მოხდომისა); მცირე / უმნიშვნელო შანსები (რისამე გაკეთების ან მიღწევისა); ბ) დიდი სხვაობა ამა თუ იმ მონაწილის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ დადებული სანაძლეოების / ფსონების რაოდენობათა შორის (დოღში და მისთ.); long time no see საუბ. დიდი ხანია არ მინახავხარ (სახუმარო მისალმება); long green ამერ. სლ. ქაღალდის ფული; to make a long nose "ცხვირის" ჩვენება, ცხვირთან ცერისა და გაშლილი თითების მიტანა (ვისიმე გამოსაჯავრებლად); the long arm "გრძელი ხელი", დიდი გავლენა / ძალა; he has a long arm გავლენიანი პირია, დიდი ძალა აქვს; the long arm of the law მართლმსაჯულების ხელი, კანონის ძალა; the long arm of coincidence შემთხვევითობა, შემთხვევითობის ძალა; გარემოებათა უცნაური დამთხვევა; to make a long arm საუბ. ხელის გაწვდენა / გაშვერა (რისამე ასაღებად და მისთ.); long face მოღუშული სახე, დაღვრემილი იერი; ≅ ცხვირის ჩამოშვება; he pulled a long face სახე მოეღუშა, უკმაყოფილებისაგან / მწუხარებისაგან სახე შეეცვალა; long head საზრიანობა, გამჭრიახობა; წინდახედულობა; to have a long head ʘ საზრიანია, გამჭრიახია, წინდახედულია; to take the long view შორსმჭვრეტელობის / წინდახედულობის გამოჩენა, მომავალზე ზრუნვა; to have a long wind სუნთქვაშეუკრავად დიდხანს სირბილის ან ლაპარაკის უნარის ქონა; in the long run საბოლოო ჯამში; შედეგად; დროთა განმავლობაში; to make / to cut / a long story short მოკლედ რომ ვთქვათ; the long and (the) short of it ა) არსი, დედაარსი (ორიოდ სიტყვით გამოხატული); ბ) მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი სიტყვით [შდრ. აგრ. 9 2)]; long in the tooth საუბ. ბებერი, ხნიერი; by a long chalk / way, shot / საუბ. გაცილებით, ბევრად უფრო; not by a long chalk / way, shot / საუბ. სულაც არ, სავსებით არ; not to be long for this world ʘ დიდი დღე არ / აღარ უწერია, დიდხანს ვეღარ იცოცხლებს; long on smth. საუბ. რისამე დიდი რაოდენობით / ბლომად მქონე.