Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

lead² I noun
[li:d]
Print

1. 1) ხელმძღვანელობა; ინიციატივა; to take the lead ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღება / ინიციატივის გამოვლენა [შდრ. აგრ. 2 1)];

2) მაგალითი; to follow the lead of smb. ვისიმე მაგალითის მიბაძვა; to give smb. a lead in smth. ვინმესთვის რაიმეში მაგალითის მიცემა;

3) მითითება, ინსტრუქცია, დირექტივა;

4) საიდუმლოს, გამოცანის და მისთ. გასაღები; მინიშნება;

5) ვრცელი სათაური, ანოტაცია ან შესავალი ნაწილი (საგაზეთო სტატიისა, საინფორმაციო ცნობისა და მისთ.);

6) ყველაზე მნიშვნელოვანი საგაზეთო სტატია / ცნობა (ჩვეულ. შესამჩნევ ადგილას დაბეჭდილი);

7) პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობა / ინფორმაცია (უკანასკნელი ცნობების გამოშვებაში);

2. 1) პირველობა, პირველი ადგილი, ლიდერობა; in the lead პროცესიის და მისთ. თავში / ყველაზე წინ მყოფი; დაწინაურებული, რომ ლიდერობს; to take / to gain / lead დაწინაურება, წინ გასვლა, ლიდერობის მოპოვება [შდრ. აგრ. 1 1)]; to have the lead in a race რბოლაში ყველაზე წინ ყოფნა / ლიდერობა;

2) უპირატესობა; to have a lead of several metres [seconds, points] რამდენიმე მეტრის [წამის, ქულის] უპირატესობის ქონა; England had a lead of three goals to one at half-time პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისი სამით ერთს იგებდა; he enjoys a good lead over all competitors იგი ყველა მეტოქეს დიდი უპირატესობით უსწრებს;

3. უპირატ. ძაღლის სატარებელი თასმა ან ჯაჭვი; ცხოველის საბელი; the dog was on the lead ძაღლს კისერზე თასმა / ჯაჭვი ჰქონდა შებმული;

lead¹ II lead² II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0116