1. 1) უუნარო / უხეირო / წარუმატებელი ადამიანი ან ორგანიზაცია; a lame duck leader უხეირო ხელმძღვანელი / ლიდერი; 2) უვარგისი / ნაკლოვანი / არაეფექტური რამ; the old computer is the lame duck ეს ძველი კომპიუტერი უვარგისია / ცუდად მუშაობს; morality in this country is a lame duck მორალი ამ ქვეყანაში სრულიად გაუფასურებულია; 3) გაკოტრებული ადამიანი, ბანკროტი; გაკოტრებული ან ფინანსური პრობლემების მქონე კომპანია ან დარგი;
2. ამერ. 1) პოლიტ. წარმავალი თანამდებობის პირი (პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც დამარცხდა არჩევნებში ან მონაწილეობა არ მიუღია მასში, და თანამდებობაზე რჩება ახლად არჩეული შემცვლელისთვის ძალაუფლების გადაცემამდე); 2) პოლიტ. წარმავალი პოლიტიკური ადმინისტრაცია და მისთ. (წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანო ახალი არჩევნებიდან იმ დრომდე, ვიდრე მისი ახალი შემადგენლობა არ შევა ოფიციალურად ძალაში); 3) თანამდებობის პირი, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას;
3. დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება (გემი, თვითმფრინავი, ტანკი და ა.შ.);
⌇ "Lame Duck" Amendment აშშ-ის კონსტიტუციის მე-20 შესწორება; lame-duck congress წარმავალი კონგრესი (წინა მოწვევის კონგრესი ახალი არჩევნებიდან კონგრესის ახალარჩეული შემადგენლობის ოფიციალურად ძალაში შესვლამდე); lame-duck GM გენერალური დირექტორი, რომელსაც ხელშეკრულების ვადა უმთავრდება; lame-duck industries მრეწველობის დარგები, რომელთაც სახელმწიფო სუბსიდიების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ; lame-duck period პერიოდი ახალი არჩევნებიდან ხელისუფლების გადაბარებამდე; lame-duck president წარმავალი პრეზიდენტი (არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე რჩება ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე; აგრ. პრეზიდენტი, რომელსაც ახალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ან ასრულებს თავისი პრეზიდენტობის მეორე / უკანასკნელ ვადას); lame-duck session წინა მოწვევის სენატის სესია.