(knitted [-ɪd], knit)
1. ˂მო˃ქსოვა (˂მო˃ქსოვს); to knit wool into stockings, to knit stockings out of wool მატყლისაგან წინდების მოქსოვა; to knit by hand [by machine] ხელით [მანქანით] ქსოვა;
2. შეერთება (˂შე˃აერთებს; ˂შე˃ერთდება), გაერთიანება; ერთმანეთთან დაკავშირება; mortar knits bricks together კირდუღაბი აგურებს ერთმანეთთან ამაგრებს; to knit broken bones together მოტეხილი ძვლების შეერთება; to knit together in bonds of affection სიყვარულით დაკავშირება; to knit together by marriage ქორწინებით დაკავშირება; they are knitted together by common interests მათ საერთო ინტერესები აკავშირებთ; closely knit argument ლოგიკური არგუმენტი; the broken bone knitted well მოტეხილი ძვალი კარგად შეხორცდა;
3. 1) მოღუშვა (˂მო˃ღუშავს), შეჭმუხნა (წარბ˂ებ˃ისა, შუბლისა); to knit one's brow წარბის / შუბლის შეკვრა / მოღუშვა;
2) მოღუშვა (˂მო˃იღუშება), შუბლის შეკვრა; his brows knit in thought იგი ჩაფიქრდა და მოიღუშა;
4. იშვ. 1) გამყარება (
˂გა
˃ამყარებს;
˂გა
˃მყარდება), გამკვრივება (
აგრ. გადატ.); the cement is well knitted ცემენტი კარგადაა გამყარებული; the sharpness of winter will harden and knit him მკაცრი ზამთარი გამოაწრთობს და გამობრძმედს მას;
2) მთელი ძალების მოკრება (˂მო˃იკრებს); knitting all his strength, he got one hand free მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ცალი ხელი გაითავისუფლა;
5. 1) გამონასკვა (˂გამო˃ინასკვება) ითქმის ნაყოფის და ა.შ. შესახებ;
2) ნაყოფის გამონასკვა (˂გამო˃ნასკვავს) / წარმოქმნა (ითქმის მცენარის შესახებ);
3) მოძვ. დამაკება (˂და˃მაკდება);
6. კავშირის / ურთიერთობის დამყარება (˂და˃ამყარებს); ხელშეკრულების დადება;
7. არქ., დიალ. გაკვანძვა (˂გა˃კვანძავს), განასკვა; კვანძით / ნასკვით შეკვრა ან დამაგრება;
8. მოძვ. ერთმანეთზე გადაჭდობა (˂გადა˃აჭდობს) / გადაბმა; გადახლართვა, გადაწვნა; she knitted her hands თითები ერთმანეთს გადააჭდო;
9. დიალ. ერთად შეჯგუფება (˂შე˃ჯგუფდება), მოგროვება (ითქმის ფუტკრის შესახებ);
10. იშვ. დუღილი (დუღს), შუშხუნი, აქაფება (ითქმის ღვინის, ლუდის შესახებ);
▭ to knit in ჩაწვნა (˂ჩა˃აწნავს), ჩაქსოვა; to knit in the blue wool with the green მწვანე შალის ძაფში ცისფერი ძაფის შერევა / ჩაქსოვა; to knit up 1) ˂მო˃ქსოვა (˂მო˃ქსოვს);
2) მიბმა (˂მი˃აბამს), შეკვრა; გადაბმა (აგრ. გადატ.); to knit up a knot კვანძის / ნასკვის შეკვრა; his own life is entirely knit up with his child's მისი ცხოვრება მთლიანად გადაჯაჭვულია შვილის ცხოვრებასთან;
3) იშვ. დასკვნა (˂და˃ასკვნის), დასკვნის გაკეთება;
4) მოძვ. შეჯამება (˂შე˃აჯამებს).