Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

it personal pronoun
[ɪt]
Print

1. 1) ის, იგი და ˂˃მან, ˂˃მას, ˂˃მის, ˂˃მით, ˂˃მად (ითქმის უსულო საგნების, ცხოველების, მცენარეების, ზოგჯერ ბავშვების შესახებ); take this letter and read it აიღე ეს წერილი და წაიკითხე იგი; and my cake, have you tasted it? ჩემი ნამცხვარი არ გაგისინჯავთ? where is the cat? — it's in the next room კატა სად არის? — ის გვერდით ოთახშია; she looked at the baby, it was sleeping ქალმა ბავშვს შეხედა, მას ეძინა;

2) აგდებ., ხუმრ. იგი, ის, ˂˃მან, ˂˃მას, ˂˃მის და ა.შ. (ითქმის ადამიანის შესახებ); just look at this fellow and the big car it has ერთი შეხედეთ, რამხელა მანქანა ჰყავს ამ ვაჟბატონს! just listen to it talk მოუსმინეთ, ერთი, რას ამბობს!

2. უკუქცევითი ნაცვალსახელის მნიშვნ. იშვ. თავისი თავი, თავის თავს, თავის (ითქმის უსულო საგნების, ცხოველების და ა.შ. შესახებ); the horse sprang over the precipice carrying its rider with it ცხენი თავის მხედართან ერთად უფსკრულს თავს გადაევლო; the Committee has devoted great care to the task before it კომიტეტმა მის წინაშე მდგომ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო;

3. 1) საუკეთესო ან მეტად მნიშვნელოვანი რამ; რისამე მწვერვალი / ზენიტი; he really looked it in his new clothes ახალ ტანსაცმელში იგი ჩინებულად გამოიყურებოდა; among biologists, he's it ბიოლოგებს შორის იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა; for barefaced lying he really is it ურცხვად ტყუილის თქმაში მას ვერვინ შეედრება; he thought he was it თავი რაღაც ეგონა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა;

2) მომხიბვლელობა, მიმზიდველობა (განსაკ. ფიზიკური); სექსუალურობა; she has it იგი მიმზიდველი ქალია;

3) საუბ. მნიშვნელოვანი მომენტი; this is it — I'll have to make my mind up now აი, დროც მოვიდა — გადაწყვეტილების მიღება მომიწევს;

4) მოთამაშე, რომელიც სხვა მოთამაშეებს ეძებს, იჭერს, სხვა მოთამაშეების კითხვებს პასუხობს და ა.შ. (საბავშვო თამაშებში); we were playing blind-man's-buff and he was "it" დამალობანას ვთამაშობდით და იგი იხუჭებოდა;

5) : gin and it ჯინისა და იტალიური ვერმუტისაგან დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი;

6) სლ. სქესობრივი კავშირი;

1. ჩვენებითი ნაცვალსახელის მნიშვნ. who is it? — It is the postman ვინ არის ეს ? — ეს ფოსტალიონია; it is news to me ეს ჩემთვის ახალი ამბავია, მე ეს არ ვიცოდი; I didn't think he had it in him არ მეგონა, ამის გაკეთება თუ შეეძლო; that's it ა) სწორია! კარგია! სწორედ ის არის, რაც საჭიროა; ბ) მორჩა! გათავდა! მეტი აღარ;

2. 1) იხმ. გასაძლიერებლად (კონსტრუქციებში be-სთან): it was he who helped me სწორედ იგი დამეხმარა; it was here that I met her სწორედ აქ შევხვდი მას, ჩვენ აქ შევხვდით ერთმანეთს;

2) : how goes it with you to-day? დღეს როგორ ხართ? როგორ მიდის თქვენი საქმეები დღეს?

3. 1) იხმ. ზმნის მნიშვნელობის გასაძლიერებლად: to foot it ა) ფეხით სიარული; ამა თუ იმ მანძილის ფეხით გავლა; ბ) ცეკვა; გ) ამა თუ იმ მანძილის გარბენა; to cab it კებით ან ტაქსით მგზავრობა; to hotel it სასტუმროში / ოტელში გაჩერება ან ცხოვრება; to rough it უბრალოდ / ჩვეული კომფორტის გარეშე ცხოვრება; ცუდ / მძიმე პირობებში ცხოვრება; to king [to queen] it მეფობა; მეფესავით თავის დაჭერა [დედოფლობა; დედოფალივით თავის დაჭერა]; to lord it ლორდივით თავის დაჭერა; ქედმაღლობა, მედიდურობა;

2) ემოც.-გამაძლ. : he was afraid she might leave and so he ran for it შეეშინდა, რომ ქალი შეიძლებოდა წასულიყო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა გაიქცა; there is nothing for it but to run გაქცევის გარდა სხვა გამოსავალი აღარაა;

დამხმარე ფუნქციით

1. უპირო კონსტრუქციებსა და წინადადებებში: it is snowing [raining] თოვს [წვიმს]; it is summer [winter] ზაფხულია [ზამთარია]; it is ten o'clock ათი საათია; it is cold here აქ ცივა; it is said [reported, expected] ამბობენ [იტყობინებიან, მოელიან]; it appears that ... ა) ეტყობა / ჩანს, რომ ...; ბ) ცხადია / ნათელია, რომ ...; it seems / is likely / that ... ეტყობა / ჩანს / სავსებით შესაძლებელია, რომ ...;

2. იხმ. როგორც წინადადების ფორმალური წევრი ქვემდებარის, რთული დამატების და ა.შ. ნაცვლად: it is ten miles to the nearest town უახლოეს ქალაქამდე ათი მილია; it is absurd talking like that უაზრობაა / სასაცილოა ასე ლაპარაკი; it is no use going there so early იქ ასე ადრე წასვლას აზრი არა აქვს; it is necessary that this question should be settled at once აუცილებელია, ეს საკითხი დაუყოვნებლივ მოგვარდეს; it makes one shudder to look down ქვევით ჩახედვა კაცს ჟრუანტელს ჰგვრის; it only remains to thank the reader ისღა დაგვრჩენია, მკითხველს მადლობა ვუთხრათ; the fog made it difficult to calculate the distance ნისლმა მანძილის განსაზღვრა გააძნელა; I consider it unwise for you to go there მიმაჩნია, რომ თქვენი იქ წასვლა გონივრული არ იქნება; I hardly think that ... არა მგონია / ფრიად საეჭვოდ მიმაჩნია, რომ ...; I leave it to others to answer პასუხის გაცემა სხვებისთვის მიმინდვია.

isthmus itacism

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0170