1. სახლი; შენობა; apartment house იხ. apartment ⌇; condemned house დასანგრევი / ასაღები სახლი; house of cards ა) კარტის ხუხულა; ბ) გადატ. არამყარი, არასაიმედო ან ეფემერული რამ;
2. 1) სახლი, საცხოვრებელი, ბინა; at John's house ჯონთან / ჯონის სახლში; we'll meet at your house თქვენთან შევხვდებით ერთმანეთს; to clean house ა) სახლის დალაგება; ბ) წესრიგის დამყარება; არასასურველი მოვლენების აღმოფხვრა, არასასურველი ელემენტების თავიდან მოშორება;
2) ცხოველის სადგომი; სორო, ბუნაგი; ბუდე;
3) ცხოველისათვის განკუთვნილი სათავსი; გალია, ვოლიერი და ა.შ.; poultry house საფრინველე; monkey house in a zoo მაიმუნების ვოლიერი ზოოპარკში;
3. ვისიმე სახლი / ოჯახი; საოჯახო მეურნეობა; house and home ვისიმე სახლი / ოჯახური კერა; noisy house ხმაურიანი ოჯახი / ჯალაბობა; meals are always late in our house ჩვენთან ყოველთვის გვიან ჭამენ / სადილობენ; to receive smb. into one's house ვისიმე საკუთარ ოჯახში / საკუთარი ოჯახის წევრად მიღება; to keep house ოჯახის / საოჯახო მეურნეობის გაძღოლა [შდრ. აგრ. 5]; to keep a good house ა) საოჯახო მეურნეობის კარგად / მარჯვედ გაძღოლა; ბ) სტუმრების კარგად მიღება / გამასპინძლება; to keep open house იხ. keep II ◇; to keep one's / the / house ʘ სახლიდან არ / ვერ გადის (განსაკ. ითქმის ავადმყოფის შესახებ); to keep house with smb. საოჯახო მეურნეობის ვინმესთან ერთად გაძღოლა / ვინმესთან ერთად ცხოვრება; to make smb. free of one's house სახლში ვისიმე გულითადად მიღება, საკუთარი სახლ-კარის ვისიმე სრულ განკარგულებაში გადაცემა;
4. საგვარეულო, გვარი; დინასტია; an ancient house ძველი გვარი; the House of Tudor ტიუდორების დინასტია;
5. (აგრ. House) პალატა (პარლამენტისა); lower [upper] house ქვედა [ზედა] პალატა; House of Commons თემთა პალატა; House of Lords ლორდთა პალატა; House of Representatives წარმომადგენელთა პალატა (აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატა); the House საუბ. ა) თემთა პალატა; ბ) ამერ. წარმომადგენელთა პალატა; of two houses ორპალატიანი; House of Councillors მრჩეველთა პალატა (იაპონიის პარლამენტის ზედა პალატა); House of Delegates დეპუტატთა პალატა (ქვედა პალატა აშშ-ს ზოგიერთი შტატის საკანონმდებლო ორგანოში); the third House ამერ. საუბ. "მესამე პალატა", კონგრესის კულუარები; to enter the House პარლამენტის წევრად გახდომა; to divide the House პარლ. პალატაში კენჭისყრის ჩატარება; to keep / to make / a House კვორუმის უზრუნველყოფა [შდრ. აგრ. 3]; the House rose at 9 პალატის სხდომა ცხრა საათზე დასრულდა;
6. 1) ფირმა; სავაჭრო სახლი; trading / business / house სავაჭრო ფირმა; wholesale house საბითუმო ფირმა; publishing house გამომცემლობა;
2) დაწესებულება; house of correction გამასწორებელი დაწესებულება; house of mercy თავშესაფარი (ავადმყოფებისათვის, დაცემული ქალებისათვის და ა.შ.); house of call მეეტლეების ბირჟა / ადგილი, სადაც კლიენტების მომლოდინე მეეტლეები იყრიან თავს; disorderly house, house of ill fame / of ill repute / სამეძაო, საროსკიპო;
3) საამქრო, განყოფილება, ქარხანა; dyeing house სამღებრო საამქრო, სამღებრო; gin house იხ. ginnery; coffee-packing house ყავის დამფასოებელი ფაბრიკა; milk house საამქრო, სადაც რძის დამუშავება, ბოთლებში ჩამოსხმა და ა.შ. წარმოებს;
7. 1) თეატრი; კინოთეატრი (აგრ. picture house); every word was heard in every part of the house დარბაზის ნებისმიერ ნაწილში ყოველი სიტყვა ისმოდა; full house სავსე დარბაზი, ანშლაგი; "House full" "ყველა ბილეთი გაყიდულია" (განცხადება); thin house სანახევროდ ცარიელი დარბაზი; first-run house ახალი ფილმების პირველ ჩვენებაზე სპეციალიზებული კინოთეატრი;
2) მაყურებლები; appreciative house მსახიობებისადმი კეთილგანწყობილი მაყურებელი; to bring down the house დარბაზის დაპყრობა, მქუხარე ტაშის / ოვაციების გამოწვევა;
3) წარმოდგენა, სეანსი; the first house starts at 5 პირველი სეანსი ხუთ საათზე იწყება;
8. 1) სასტუმრო;
2) რესტორანი, სასადილო, კაფე; ბარი, ლუდხანა, პაბი (აგრ. public house);
9. საერთო საცხოვრებელი, დორტუარი (უნივერსიტეტის კოლეჯში ან სკოლაში);
10. უნივერსიტეტის კოლეჯი (განსაკ. Christ Church-ი ოქსფორდში);
11. (the House) საუბ. ლონდონის ბირჟა;
12. (the House) ევფ. = workhouse;
13. 1) ტაძარი, ეკლესია; the house of God, the Lord's house უფლის ტაძარი, ეკლესია;
2) რელიგიური საზოგადოება / ძმობა; მონასტერი;
14. საბჭო; კოლეგია (განსაკ. საეკლესიო); the house of bishops ეპისკოპოსთა საბჭო;
15. მოძვ. ჭადრაკის დაფის უჯრედი;
16. ზღვ. გემბანის ზედნაშენი;
⌇ house slippers საშინაო ფეხსაცმელი; house arrest, house detention შინაპატიმრობა; house sewerage სახლის კანალიზაცია / საკანალიზაციო სისტემა; house plant ოთახის მცენარე; house dramatist თეატრ. დრამატურგი, რომელიც ერთი რომელიმე თეატრისთვის წერს; house seat დაჯავშნილი ადგილი (თეატრში და ა.შ.); House bill ამერ. წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი / კონგრესის მიერ წარმომადგენელთა პალატის ინიციატივით მიღებული კანონპროექტი; House resolution ამერ. წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია; House concurrent resolution ამერ. წარმომადგენელთა პალატის ინიციატივით ორივე პალატის მიერ მიღებული კონგრესის რეზოლუცია; House Calendar იხ. calendar I 5 2); house staff მედ. საავადმყოფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ექიმთა პერსონალი; house organ შიდა სარგებლობისთვის განკუთვნილი ჟურნალი / ბიულეტენი (რომელსაც ესა თუ ის ორგანიზაცია ან ფირმა გამოსცემს); house corrections პოლიგრ. სტამბის მიერ დაშვებული შეცდომების გასწორება; house proof პოლიგრ. სასტამბო კორექტურა;
◇ a house divided against itself ა) ბიბლ. თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი სახლი; ბ) უთანხმოება, განხეთქილება (ოჯახის წევრებს, თანამოაზრეებს, თანამემამულეებს და ა.შ. შორის); the narrow house საფლავი, სამარე; house of office ევფ. საპირფარეშო, ტუალეტი; on the house დაწესებულების, ფირმის და ა.შ. ხარჯზე, უფასოდ; that's on the house ა) ამის საფასურს ფირმა გადაიხდის; ბ) ეს ბარის და ა.შ. ხარჯზეა, ამით ბარის და ა.შ. პატრონი გიმასპინძლდებათ, ეს უფასოდაა (უპირატ. ითქმის სასმლის შესახებ); to set one's house in order ა) "საკუთარ სახლში წესრიგის დამყარება", საკუთარი საქმეების წესრიგში მოყვანა; ბ) გამოსწორება, საკუთარი ნაკლოვანებების აღმოფხვრა; to play house (s) სახლობანას თამაში; as safe as houses / as a house / სრულ უსაფრთხოებაში მყოფი, საფრთხისაგან სრულიად დაცული; სავსებით საიმედო; like a house on fire / afire / სწრაფად, ენერგიულად; იოლად; to get on like a house on fire ა) სწრაფად და იოლად წინსვლა / წარმატების მოპოვება; ბ) ვინმესთან კარგად შეგუება / შეწყობა; შეხმატკბილებულად ცხოვრება; those who live in glass houses should not throw stones ანდ. ≅ სხვებს ნუ გაკიცხავ, თუკი თავად ყველაფერში მართალი არ ხარ.