I
1. დახმარება (˂და˃ეხმარება), დახმარების გაწევა; to help smb. (to) do smth. ვინმესთვის დახმარების გაწევა რისამე გაკეთებაში; will you help me (to) do this problem? დამეხმარებით ამ პრობლემის გადაწყვეტაში? that doesn't help much ეს საქმეს დიდად ვერ შველის; ამას დიდი სარგებლობა ვერ მოაქვს; to help smb. with one's advice რჩევით / რჩევის მიცემით ვისიმე დახმარება; I will help you with the luggage ბარგის წაღებაში დაგეხმარებით; help me across the street [over the fence] დამეხმარეთ ქუჩაზე [ღობეზე] გადასვლაში; this clue helped me to find the solution ამოხსნის ეს ხერხი ამოცანის პასუხის პოვნაში დამეხმარა; he helps his father a great deal იგი მამას მატერიალურად ძალიან ეხმარება;
2. ხელის შეწყობა (˂შე˃უწყობს); to help towards the attainment of an end მიზნის მიღწევისთვის ხელის შეწყობა; that helped his ruin ამან ხელი შეუწყო მის გაკოტრებას;
II ა
1. სუფრაზე მირთმევა (მიართმევს), მიწოდება (კერძისა და ა.შ.); to help the soup ვინმესთვის წვნიანის მირთმევა / დასხმა; I want a spoon to help the gravy with საწებლის დასასხმელად კოვზი მჭირდება;
2. შემსუბუქება (˂შე˃ამსუბუქებს), განკურნვა (ტკივილისა, ავადმყოფობისა და ა.შ.); შველა (გასაჭირისას, ტკივილის დროს და ა.შ.); aspirin helps headache ასპირინი თავის ტკივილს შველის; remedies to help a cold გაცივების საწინააღმდეგო საშუალებანი;
II ბ
1. to help smb. to smth. სუფრაზე ვინმესთვის რისამე მირთმევა (მიართმევს), მიწოდება; I helped the boy to a slice of beef ბიჭს ძროხის ხორცის ნაჭერი მივაწოდე / გადავუღე; may I help you to some more wine? შეიძლება კიდევ დაგისხათ ღვინო?
2. to help oneself to somth. 1) აღება (აიღებს), გადაღება, დასხმა (საჭმლისა, სასმლისა); she helped herself to some grapes მან ცოტაოდენი ყურძენი აიღო / დაიდო თეფშზე; he helped himself to brandy მან ბრენდი დაისხა; help yourself! კერძი გადაიღეთ! სასმელი დაისხით! მიირთვით!
2) არჩევა (აირჩევს), აღება; may I take a book? - Help yourself შეიძლება წიგნი ავიღო? - ინებეთ / აირჩიეთ რომელიც გნებავთ; there are the goods, one must help oneself, as there is no salesman here აი საქონელი, თავად უნდა აირჩიოთ, რადგანაც აქ გამყიდველი არ ჰყავთ;
3. 1) to help smb. into smth. ვისიმე დახმარება (˂და˃ეხმარება) სადმე შესვლაში; I helped her into the car მე მას მანქანაში ჩაჯდომაში დავეხმარე;
2) to help smb. out of smth. ვისიმე დახმარება (˂და˃ეხმარება) საიდანმე გამოსვლაში; he helped her out of the car იგი ქალს მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა;
4. 1)
to help smb. into his clothes ვისიმე დახმარება (
˂და
˃ეხმარება) ტანსაცმლის ჩაცმაში; help him into his coat დაეხმარეთ
მას პალტოს ჩაცმაში;
2) to help smb. on with his clothes ვისიმე დახმარება (˂და˃ეხმარება) ტანსაცმლის ჩაცმაში; will you help me on with my coat? დამეხმარეთ, თუ შეიძლება, პალტოს ჩაცმაში;
3) to help smb. off with his clothes ვისიმე დახმარება (˂და˃ეხმარება) ტანსაცმლის გახდაში; he helped her off with her coat იგი ქალს პალტოს გახდაში დაეხმარა; please help me off with these damp clothes დამეხმარეთ, თუ შეიძლება, ამ სველი ტანსაცმლის გახდაში;
5. 1) cannot help + (რთული) დამატება რისამე თავიდან აცილება / რაიმესთვის ხელის შეშლა არ შეუძლია; I can't help it ვერაფერი გამიწყვია, ვერაფერს გავმხდარვარ; ეს ჩემი ბრალი არაა; it can't be helped აქ არაფერი გაეწყობა / ვერაფერს გახდები; I can't help his bad manners მის ცუდ მანერებს / უზრდელობას ვერაფერს ვუხერხებ; things we cannot help გარემოებანი, რომლებსაც ხელს ვერ შევუშლით / რომლებსაც აღარაფერი ეშველება;
2) cannot help doing smth. რაიმესაგან / რისამე გაკეთებისაგან თავს ვერ იკავებს; he could not help laughing [crying] მან სიცილისაგან [ტირილისაგან] თავი ვერ შეიკავა; he cannot help believing them მას არ შეუძლია არ დაუჯეროს მათ; I can't help thinking he's wrong ვერ ვიცილებ აზრს / მაინც ვფიქრობ, რომ იგი ცდება;
3) cannot help but do smth. რაიმესაგან / რისამე გაკეთებისაგან თავს ვერ იკავებს; არ შეუძლია რაიმე არ გააკეთოს; you couldn't help but tell him what happened შეუძლებელი იყო არ გეამბოთ მისთვის, რა მოხდა;
6. : don't be longer than you can help იმაზე დიდხანს ნუ დარჩებით, ვიდრე აუცილებელია; don't tell him more than you can help საჭიროზე მეტს / ზედმეტს ნუ ეტყვით;
▭ to help down ჩამოსვლაში დახმარება (˂და˃ეხმარება);
to help forward ხელის შეწყობა (˂შე˃უწყობს); to help forward a scheme გეგმის განხორციელებისთვის ხელის შეწყობა;
to help in შესვლაში დახმარება (˂და˃ეხმარება);
to help on იხ. to help forward; his advice helped us on very much მისი რჩევა ძალიან დაგვეხმარა; you can all do smth. to help on the work თქვენ ყველას შეგიძლიათ ამ სამუშაოს რითიმე ხელი შეუწყოთ;
to help out 1) დახმარება (˂და˃ეხმარება), გასაჭირიდან და ა.შ. დახსნა; you didn't say a word to help me out სიტყვაც არ თქვით ჩემს დასახმარებლად, სიტყვაც არ შემაწიეთ;
2) რისამე უკმარისობის შევსება (˂შე˃ავსებს) / კომპენსირება;
to help over დახმარება (˂და˃ეხმარება), გასაჭირიდან და ა.შ. დახსნა; he helped us over in our trouble იგი გაჭირვებისას დაგვეხმარა;
to help up ადგომაში, ასვლაში და ა.შ. დახმარება (˂და˃ეხმარება); he helped her up onto the bank იგი ქალს ნაპირზე ასვლაში დაეხმარა;
◇ so help me საუბ. ღმერთმანი / ღმერთია მოწმე, გინდ დამიჯერეთ, გინდ არა; to help a lame dog over a stile ≅ გაჭირვებულისათვის დახმარების გაწევა / ხელის გამართვა; God helps him who helps himself ანდ. ≅ ხელი გაანძრიე და ღმერთი გიშველისო.