Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

hell I noun
[hel]
Print

1. 1) ჯოჯოხეთი; to make smb.'s life a hell ხატოვნ. ვისიმე ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევა; to suffer / to go / through hell ხატოვნ. ჯოჯოხეთის / ჯოჯოხეთური ტანჯვის გამოვლა;

2) ქვესკნელის სამეფო, შავეთი, საიქიო;

2. საუბ. 1) ბანქოს, რულეტის და ა.შ. სათამაშო სახლი;

2) იაფფასიანი ან საეჭვო რეპუტაციის მქონე რესტორანი, ბარი და ა.შ.;

3. 1) ყუთი, რომელშიაც მკერავი ქსოვილის ჩამონაჭრებს ყრის;

2) პოლიგრ. ყუთი, რომელშიაც გამტყდარ ან დაზიანებულ ლიტერებს ყრიან;

3) სპეც. ნარჩენების ჩასაყრელი კონტეინერი;

a hell of a hell ა) ჯოჯოხეთური, საშინელი, აუტანელი; ძალიან ცუდი, დიდი, ხმამაღალი და ა.შ.; a hell of a noise ჯოჯოხეთური / აუტანელი ხმაური; a hell of a come-down საშინელი მარცხი / კრახი; a hell of a place წყეული / საზიზღარი ადგილი; at a hell of a speed საშინელი სიჩქარით; ბ) უჩვეულო, შესანიშნავი; a hell of a guy შესანიშნავი ბიჭი; like hell ა) ძალიან, ძლიერ, საშინლად; ძალიან ცუდად, სწრაფად და ა.შ.; it's raining like hell საშინლად / კოკისპირულად წვიმს; I'll miss you like hell საშინლად მომენატრები; he ran like hell იგი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა; to work like hell დაძაბულად / გამალებით მუშაობა; he looks like hell იგი საშინლად / ძალიან ცუდად გამოიყურება; ბ) ირონ. კი, როგორ არა! Will you see Mr. X.? hell Like hell I will! ნახავთ ბ-ნ X.-? hell ვერაფერსაც ვერ ვნახავ! აბა როგორ ვნახავ! I'm leaving tomorrow. - Like hell you're leaving! You're staying right here as long as I say! ხვალ მივემგზავრები. - მიემგზავრები, როგორ არა! სანამ მე არ გაგიშვებ, ვერსადაც ვერ წახვალ! as hell ძალიან, ძლიერ, საშინლად; (as) sure as hell უეჭველად, უდავოდ; what the hell are you doing here? აქ რა ჯანდაბას აკეთებ? what the hell do I care? მე რა მენაღვლება! what the hell do you want? რა ჯანდაბა გინდა? go to hell ! გასწი აქედან! მომწყდი თავიდან! ჯანდაბამდე გზა გქონია! (ხშ. შეურაცხმყოფელი შენიშვნის, მუქარის და ა.შ. პასუხად); oh hell! ეშმაკმა დალახვროს! to hell with him! მოწყდეს თავიდან! ჯანდაბამდე გზა ჰქონია! hell's fire! hell 's bells! ჯანდაბა! ეშმაკმა დალახვროს! to get / to catch / hell სასტიკი საყვედურის მიღება; ʘ შავი დღე აყარეს; to give smb. hell ვისიმე მკაცრად დატუქსვა; ვინმესთვის შავი დღის დაყრა; to raise hell აურზაურის ატეხა; სკანდალის მოწყობა; the hell of smth. რისამე არსი, უმთავრესი ან ყველაზე საყურადღებო თვისება; the hell of the plan is that it works ამ გეგმაში ყველაზე კარგი ისაა, რომ იგი რეალურია; the hell of it was that nobody could understand him მთავარი უბედურება ის იყო, რომ მისი არავის ესმოდა; hell for smth. რისამე თავგამოდებული მომხრე ან მოყვარული; she was hell for cleanliness იგი სისუფთავეს გადაჭარბებულად დიდ ყურადღებას აქცევდა / სისუფთავეზე იყო შეშლილი; just for the hell of it უმიზნოდ, გართობის გულისთვის; he broke all the windows just for the hell of it მან ისე, უბრალოდ / გართობის გულისთვის ჩაამსხვრია ყველა ფანჯარა; all hell broke loose ატყდა საშინელი ხმაური / აურზაური; to be hell on smb. ვისიმე უხეშად ან მეტისმეტად მკაცრად მოპყრობა; to be hell on smth. რისამე გაფუჭება; რაიმესთვის ვნების / ზიანის მოტანა; hell and / or / high water გასაჭირი, მძიმე განსაცდელი; სერიოზული დაბრკოლება; come hell or high water ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს; hell is paved with good intentions ჯოჯოხეთი კეთილი განზრახვებითაა მოკირწყლული; better to reign in hell than serve in heaven ანდ. სამოთხეში მოსამსახურედ ყოფნას ჯოჯოხეთში მეფობა სჯობიაო.

he'll hell II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0396