1. 1) გრაცია, მოხდენილობა; natural [bewitching, indescribable, touching] grace ბუნებრივი [მომხიბვლელი, ენით აღუწერელი, ამაღელვებელი] გრაცია; full of grace გრაციოზული, მოხდენილი, გრაციით / მოხდენილობით აღსავსე; to do smth. with grace რისამე გრაციოზულად / მოხდენილად გაკეთება; she is nothing but grace იგი გრაციოზულობის განსახიერებაა;
2) ხშ. pl სასურველი / დადებითი თვისება; ღირსება; he saw a thousand graces in her იგი მასში უამრავ ღირსებას ხედავდა;
2. 1) წესიერება, მართებულობა; ტაქტი; he had the grace to say he was sorry მას ეყო ტაქტი, ბოდიში მოეხადა; to have the good grace to do smth. წესისა და რიგისამებრ მოქცევა; to have the ill grace to do smth. ʘ ეყო უტაქტობა, რაიმე გაეკეთებინა;
2) თავაზიანობა, ყურადღებიანობა, დაუზარებლობა; ხალისი; with a good grace ხალისით; with a bad / an ill / grace უხალისოდ;
3. კეთილგანწყობილება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, წყალობა; to be in smb.'s good graces ʘ ვისიმე კეთილგანწყობილებით სარგებლობს, მას ვინმე სწყალობს; to get into smb.'s graces ვისიმე კეთილგანწყობილების მოპოვება; to insinuate oneself into the good graces of smb. პირფერობით / ეშმაკობით ვისიმე კეთილგანწყობილების ან ნდობის მოპოვება;
4. გადავადება, ვადის გაგრძელება; შეღავათი; to grant a week's grace
ვინმესათვის ვადის ერთი კვირით გაგრძელება; days of grace
კომერც. შეღავათიანი ვადა (
თამასუქით ფულის გადახდისა);
5. იშვ. 1) მოწყალება, ლმობიერება; მიმტევებლობა;
2) იურ. შეწყალება, ამნისტია; Act of grace ამნისტია;
6. ეკლ. ღვთაებრივი მადლი, ღვთის წყალობა; by the grace of God წყალობითა ღვთისა;
7. ლოცვა (ჭამის წინ და ჭამის შემდეგ); to say grace ლოცვის წარმოთქმა;
8. (Grace) მოწყალება, ბრწყინვალება (ჰერცოგისადმი, ჰერცოგის ცოლისადმი და არქიეპისკოპოსისადმი მიმართვის ან მათი მოხსენიების ფორმა); Your Grace თქვენო მოწყალებავ / ბრწყინვალებავ; His Grace მისი მოწყალება / ბრწყინვალება;
9. უნივ. სამეცნიერო ხარისხის მოპოვების ნებართვა;
10. მუს. ორნამენტიკა (მელიზმები, ფიორიტურები და ა.შ.);
11. (the Graces) pl რომ. მით. გრაციები (სილამაზისა და მოხდენილობის სამი ქალღმერთი);
12. (the graces) pl სერსო (თამაში);
◇ airs and graces იხ. air¹ I 5 2); to fall from grace იხ. fall¹ II ◇; in a state of grace ეკლ. ღვთაებრივი მადლით შემოსილი; to do grace to ... მოძვ. ა) რისამე შელამაზება, შელამაზებულად წარმოდგენა; ბ) ვინმესთვის პატივის დადება.