Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

for I preposition
[fɔ:(r) (სრული ფორმა), fə(r) (რედუცირებული ფორმა)]
Print

1. დროითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) ხანგრძლივობას: განმავლობაში, მანძილზე; for the past three weeks ბოლო სამი კვირის განმავლობაში / მანძილზე; for the next three hours მომდევნო სამი საათის განმავლობაში; I have not been there for five years ხუთი წელია იქ არ ვყოფილვარ; we worked for an hour ერთი საათი ვიმუშავეთ; the movie lasts for two hours ფილმი ორ საათს გრძელდება; for years წლობით, მრავალი წლის განმავლობაში; for months [days] მრავალი თვის [დღის] განმავლობაში; for the present ამჟამად; for the time being ახლა, ჯერჯერობით;

2) ვადას, რომელზედაც გათვლილია მოქმედება: -ით; for a year ერთი წლით; this plan is for seven years ეს გეგმა შვიდ წელზეა გათვლილი; for a long time დიდი ხნით, ხანგრძლივი დროით; for ever (and ever) სამუდამოდ, სამარადისოდ; for life სამუდამოდ;

3) საათს, დღეს და ა.შ., რომლისთვისაც დანიშნულია რაიმე: -თვის; the ceremony was arranged for two o'clock ცერემონია ორი საათისთვის იყო დანიშნული; she invited us for five o'clock მან ჩვენ ხუთი საათისთვის დაგვპატიჟა; this is your task for tomorrow ეს თქვენი დავალებაა ხვალისთვის;

2. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) დანიშნულების ადგილს: -ში, -კენ; the train for Tbilisi თბილისში მიმავალი / თბილისის მატარებელი; to depart / to leave / for London ლონდონში წასვლა, ლონდონს გამგზავრება; to start for Paris ʘ პარიზს გაემგზავრა, პარიზისკენ გაეშურა; to steer for ʘ ამა თუ იმ პუნქტისკენ მიემართება / კურსი უჭირავს (ითქმის გემის შესახებ); the ship was bound for Africa გემი აფრიკისაკენ მიემართებოდა; change here for Bristol აქ უნდა გადაჯდეთ ბრისტოლის / ბრისტოლში მიმავალი მატარებლების და ა.შ. ხაზზე;

2) მანძილს, განფენილობას: to run for a mile ერთი მილის გარბენა; the forest stretches for a long way ტყე დიდ სივრცეზეა გადაჭიმული; there was no tree for miles about მრავალი მილის რადიუსში არც ერთი ხე არ იყო;

3. მიუთითებს 1) მიზანს, განზრახვას: -თვის; what do you want this book for? რისთვის გჭირდებათ / რად გინდათ ეს წიგნი? for this purpose ამ მიზნით, ამისათვის; to fight for independence [freedom] დამოუკიდებლობისათვის [თავისუფლებისათვის] ბრძოლა; to send for a doctor ექიმის მოსაყვანად ვისიმე გაგზავნა; to go out for a walk სასეირნოდ წასვლა, გასერნება; to prepare for smth. რაიმესთვის მზადება; he was trained for a flyer მას პილოტობისათვის ამზადებდნენ; for sale იყიდება (წარწერა);

2) სწრაფვის, იმედის, სურვილის, ძიების, ზრუნვის და ა.შ. საგანს: to thirst / to hunger / for knowledge ʘ ცოდნა სწყურია; to hope for the better უკეთესის იმედის ქონა; he longed for home მას სახლი ენატრებოდა; to be sorry for smb. ʘ ვინმე ეცოდება / ებრალება; to be sorry for smth. ʘ რისამე გამო წუხს, რაიმეს ნანობს; to wait for smb., smth. ვისიმე / რისამე ლოდინი; to be afraid for smb. ʘ ვისიმე გამო შიშობს, ვისიმე ბედი აღელვებს; to look for smth. რისამე ძებნა; the child looked for his dog ბავშვი თავის ძაღლს ეძებდა;

3) პიროვნებას ან საგანს, რომელიც უყვართ, მოსწონთ, სძულთ და ა.შ.: -ის, მიმართ; affection / love / for children ბავშვების სიყვარული; he has no liking for medicine [music] მას მედიცინა [მუსიკა] არ იზიდავს; he has no ear for music მუსიკალური სმენა არ გააჩნია;

4) საგნის ან პირის დანიშნულებას, რაიმესათვის მის გამოსადეგობას: -თვის; books for children საბავშვო წიგნები, წიგნები ბავშვებისათვის; a tool for drilling holes ნახვრეტების გასაბურღი ინსტრუმენტი; he is just the man for the position იგი სწორედ ამ სამუშაოსათვის შესაფერისი კაცია; he is fit / good / for nothing იგი არაფერში არ გამოდგება / არაფრისათვის არ ვარგა; that is just the thing for you ეს სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ; this meat is not fit for food ეს ხორცი საჭმელად უვარგისია / არ იჭმება; eating too much is bad for one's health ზედმეტი ჭამა ჯანმრთელობისთვის მავნებელია; it is good enough for me ეს მე სავსებით მაკმაყოფილებს, ეს ჩემთვის სავსებით მისაღებია;

5) რისამე საწინააღმდეგო საშუალებას, რისამე წამალს: a cure for toothache კბილის ტკივილის წამალი;

for-² for II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0183