Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

feeling I noun
[ʹfi:lɪŋ]
Print

1. 1) გრძნობა, შეგრძნება; a feeling of safety [of injury] უსაფრთხოების / ამა თუ იმ საფრთხისაგან დაცულობის [წყენის] გრძნობა; feeling of cold [of discomfort, of pain, of hunger] სიცივის [უხერხულობის, ტკივილის, შიმშილის] გრძნობა / შეგრძნება; the sudden blow made him lose all feeling მოულოდნელი დარტყმისაგან მან გრძნობა / გონება დაკარგა;

2) მგრძნობელობა, შეგრძნების უნარი; შეხების გრძნობა; I have no feeling in my arm [in my right leg] ხელი [მარჯვენა ფეხი] დამიბუჟდა; a sense of feeling შეხების გრძნობა;

2. 1) გრძნობა, ემოცია; a feeling of pride [joy, gratitude] სიამაყის [სიხარულის, მადლიერების] გრძნობა; a man of feeling სენტიმენტალური ან ზედმეტად მგრძნობიარე / ემოციური ადამიანი; to be dead / lost / to all feeling ʘ უგრძნობელია, გულქვაა, შეუბრალებელია; to speak with feeling გრძნობით / ემოციურად ლაპარაკი;

2) ჩვეულ. pl გრძნობები; ემოციები; one's better feelings ვისიმე სულის საუკეთესო ნაწილი; to appeal to the feelings rather than to the reason უფრო ვისიმე გრძნობებისადმი, ვიდრე გონებისადმი აპელირება; to have mixed feelings გაორებულ / ორგვარ გრძნობას განიცდის (სიხარულისა და უკმაყოფილებისა ერთდროულად და ა.შ.); to have strong feelings on smth. რისამე გულთან ახლოს მიტანა / სერიოზულად აღქმა; he has strong feelings on the subject ეს თემა მას ძლიერ აღელვებს; to hurt smb.'s feelings ვისიმე წყენინება, ვინმესთვის გულის ტკენა; take care not to hurt his feelings ეცადეთ არ აწყენინოთ / გული არ ატკინოთ; to relieve one's feelings გულის მოოხება, გრძნობებისათვის გამოსავლის მიცემა; the conversation helped her to relieve her feelings საუბრის შემდეგ მას გულზე მოეშვა; to control one's feelings თავის დაჭერა, თავის შეკავება, საკუთარი ემოციებისათვის კონტროლის გაწევა;

3) თანაგრძნობა, სიმპათია; not to show much feeling for the sufferings of other people ʘ სხვათა გასაჭირისადმი თანაგრძნობას არ ავლენს; to have no feeling for smb. ʘ ვინმეს არ თანაუგრძნობს, ვისიმე ბედი არ ანაღვლებს;

3. 1) მღელვარება, ვნებათაღელვა; feeling ran high at the proposal ამ წინადადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; the speech aroused strong feeling on all sides სიტყვამ ყველა იქ დამსწრე ძლიერ ააღელვა;

2) დაძაბულობა, დაძაბული / მტრული დამოკიდებულება; I have no feeling about his attack on me მისი მტრული გამოხდომის მიუხედავად, გულში ბოღმა არ ჩამიდვია; to entertain a feeling against smb. ვინმესადმი მტრული დამოკიდებულების ქონა;

feeler feeling II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0259