1. ადვილი, იოლი; easy problem ადვილად გადასაჭრელი პრობლემა; easy path ადვილად სავალი ბილიკი; it's an easy place to get to ადვილად მისადგომი ადგილია; easy of access იოლად ხელმისაწვდომი; ადვილად მისადგომი; easy money იოლი გზით ნაშოვნი ფული; he obtained an easy pardon ადვილად მიიღო პატიება; easy reading series ადვილად საკითხავი წიგნები დამწყებთათვის (უცხო ენაზე); easy book სპეც. წიგნი უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის;
2. შეღავათიანი, არასამძიმო; on easy terms ხელსაყრელ / შეღავათიან პირობებში; to buy [to sell] on easy terms კომერც. ა) ყიდვა [გაყიდვა] ხელსაყრელ / შეღავათიან პირობებში; ბ) ყიდვა [გაყიდვა] განვადებით;
3. მოხერხებული, მოსახერხებელი, კარგად მორგებული; easy coat კარგად მორგებული პიჯაკი; easy cushions ტახტის რბილი ბალიშები;
4. მშვიდი, წყნარი; he has an easy conscience სინდისი დამშვიდებული აქვს, სინდისი არ ქენჯნის; make your mind easy ნუ ღელავთ, დაწყნარდით; the patient became easier ავადმყოფმა თავი უკეთ იგრძნო;
5. აუჩქარებელი, დინჯი; an easy walk აუჩქარებელი სიარული / სეირნობა; to travel by easy stages მოგზაურობა ხშირი შესვენებებით;
6. 1) დამყოლი, ხათრიანი, დამთმობი; easy disposition დამთმობი ხასიათი; he's an easy person to get on with მასთან ურთიერთობა ადვილია;
2) შემწყნარებელი, ლმობიერი; he is easy on his subordinates სიმკაცრეს არ იჩენს თავისი ხელქვეითების მიმართ; we ought to be easy on him because everyone makes mistakes ლმობიერად / შემწყნარებლურად უნდა მოვეპყროთ, რადგან შეცდომებისაგან არავინაა დაზღვეული;
3) : easy in one's morals მსუბუქი ყოფაქცევისა; women of the easy kind მსუბუქი ყოფაქცევის ქალები;
7. თავისუფალი, ბუნებრივი, ძალდაუტანებელი; easy manners თავისუფალი / ბუნებრივი ქცევა / მანერები; easy conversation ძალდაუტანებელი საუბარი / ბაასი;
8. დამრეცი; easy grade იოლი აღმართი; easy curve სპეც. მდორე მრუდი;
9. უზრუნველყოფილი, შეძლებული; easy circumstances მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება; ცხოვრების კარგი პირობები;
10. ეკონ. 1) დუნე (ითქმის ვაჭრობის და მისთ. შესახებ);
2) გაუსავლიანი (ითქმის საქონლის შესახებ); rubber is easy კაუჩუკზე დიდი მოთხოვნილება არ არის;
◇ easy game / mark / ადვილად მოსატყუებელი ადამიანი, დოყლაპია; to live in Eeasy Street ʘ მდიდარია, შეძლებულია; it's easy on the ear სასიამოვნო მოსასმენია; easy on the eye ლამაზი, მომხიბლავი (უპირატ. ითქმის ქალის შესახებ).